ახალი შოთა - ლევან მჭედლიძით თურქული კლუბი დაინტერესდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ კარიერა, შესაძლოა, თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს.

იტალიური მედიის ცნობით, მჭედლიძით "ტრაბზონსფორია" დაინტერესებული. წყაროების ცნობით, იმის გამო, რომ "ემპოლი" სერია A-დან გავარდა, მჭედლიძემ კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

თურქული გამოცემები კი იუწყებიან, რომ "ტრაბზონმა" ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე უკვე მიმართა "ემპოლის". ისინი ლევანს "ახალ შოთა არველაძედ" მოიხსენიებენ.

"ტრაბზონსფორმა" სუპერლიგის გასული სეზონი 51 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულა და ევროთასებზე ვერ მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ევროპაშიც არიან გუნდები. დაწყნარდით
ირაკლი
23:47 13-06-2017
0
ძალიან სამწუხარო იქნება თუნდაც თურქეთის ჩემპიონ გუნდში გადავიდეს და ძირითადში მოხვდეს? ძალიან სამწუხაროოოო! არ გადახვიდე. ადი ამაერიკაში, ჩინეთში, იაპონიაში... ოღონ თურქეთში და ირანში არ გადახვიდე!
aburjga
21:55 13-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული