იტალიური მედიის ცნობით, მჭედლიძით "ტრაბზონსფორია" დაინტერესებული. წყაროების ცნობით, იმის გამო, რომ "ემპოლი" სერია A-დან გავარდა, მჭედლიძემ კლუბის დატოვება გადაწყვიტა.
თურქული გამოცემები კი იუწყებიან, რომ "ტრაბზონმა" ქართველი ფორვარდის ტრანსფერზე უკვე მიმართა "ემპოლის". ისინი ლევანს "ახალ შოთა არველაძედ" მოიხსენიებენ.
"ტრაბზონსფორმა" სუპერლიგის გასული სეზონი 51 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულა და ევროთასებზე ვერ მოხვდა.