სრნას, იარმოლენკოსა და ტაისონის კომპანიაში - დავით ხოჭოლავა სეზონის სიმბოლურშია

AutoSharing Option
Football.ua-მ უკრაინის პრემიერლიგის 2016/17 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესო 11-ეულში მოხვდა ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა.

ჩვენებური ისეთი ფეხბურთელების გარემოცვაში მოხვდა, როგორებიც ანდრეი იარმოლენკო, დარიო სრნა, ტაისონი და სხვებია.

"ხოჭოლავამ ისე ითამაშა და ისეთი პოტენციალი გამოავლინა, რომ დონეცკის "შახტარის" მიწვევა მიიღო და ახალი სეზონიდან ამ გუნდში ითამაშებს. ის კარგია ორთაბრძოლებში, ძალზე მობილურია და საერთოდაც, მრავალი ფუნქციის შესრულება შეუძლია. მის ანგარიშზე ამ სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე პასია", - წერს საიტი.

სხვათა შორის, საიტი მკითხველებს თავისი ვერსიის შედგენის საშუალებას
სთავაზობს. თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატია. საუკეთესო ცენტრალური მცველის პოზიციაზე, რა თქმა უნდა, კანდიდატთა შორის ხოჭოლავაცაა, რომელიც ჯერჯერობით, ხმების 10,5%-ით მე-4 ადგილზეა.

საუკეთესო საყრდენის პოზიციაზე კანდიდატთა შორის არის უკრაინის მოქალაქე ამბროსი ჩაჩუა.

სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავით გილოცავ, გაიხარე სულ წარმატებებით გევლოს კლუბშიც. ნაკრებშიც და პირად ცხოვრებაშიც.
gizog
11:15 15-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული