აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა პორტუგალიური გამოცემა ავრცელებს, ჟურნალ A Bola-ს ცნობით კი, "ბენფიკამ" "მორეირენშეს" უკვე მიმართა შეთავაზებით.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, Sportall.ge-სთან საუბარში მაკარიძემ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ის "მორეირენშეს" დატოვებს.
- გიორგი მაკარიძე: დიდი ალბათობით, ზაფხულში "მორეირენშეს" დავტოვებ
"ბენფიკა" 82 ქულით ქვეყნის ჩემპიონი გახდა და შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა თავად მაკარიძესაც. მისმა გუნდმა თასი მოიგო, რაშიც მას დიდი წვლილი მიუძღვის.
- მაკარიძის 10 სეივი და მოგება "ბენფიკასთან" - "მორიერენშე" თასის ფინალშია [VIDEO]
მოგვიანებით მისი თამაშით საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც მოიხიბლა და ჯერ ლატვიასთან და სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებში ძირითად შემადგენლობაში დააყენა, შემდეგ კი მოლდოვასთან ოფიციალურ მატჩშიც ანდო ეროვნული გუნდის კარი.