გოგიტა გოგუა ახალ გუნდში გადავიდა, ოთარ მარცვალაძე ჯერ უგუნდოდაა

AutoSharing Option
ყაზახური "ორდაბასის" ქართველმა ლეგიონერებმა გოგიტა გოგუამ და ოთარ მარცვალაძემ გუნდი დატოვეს, ამის შესახებ Vesti.kz-ის კორესპოდენტი იუწყება.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველებთან დამშვიდობება გადაწყვიტა, რომლებმაც ვერა და ვერ შეძლეს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი "ორდაბასში" გასულ ზაფხულს გადავიდა. 32 წლის მარცვალაძე "დილადან" გადავიდა ყაზახურ გუნდში, ხოლო 33 წლის გოგუა ადგილობრივი "ირტიშიდან", სადაც გუნდის ლიდერი იყო.

მიმდინარე სეზონში მარცვალაძე მოედანზე 9-ჯერ გავიდა და ერთი გოლი გაიტანა, გოგუამ კი 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასევე ერთი გოლით გამოირჩა.

ამავე წყაროს
ინფორმაციით, გოგიტა გოგუა "ორდაბასიდან" წამოსვლის შემდეგ დიდი ხანი უგუნდოდ არ დარჩენილა და "ოკჟეტპესს" შეუერთდა.

გოგუა "ოკჟეტპესში" კლუბის ახალი დირექტორის, იური ბონდარენკოს მიწვევით მივიდა.

გოგუას კონტრაქტი ახალ კლუბთან 1.5 წელზეა გათვლილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული