დავით ხოჭოლავამ დონეცკის "შახტარში" პირველი ვარჯიში ჩაატარა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველმა დავით ხოჭოლავამ უკრაინულ "შახტარში" პირველად ივარჯიშა.

პაული ფონსეკას გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება 15 ივნისს, "სვიატოშინის" ბაზაზე დაიწყო, იქამდე კი ფეხბურთელებმა ტრადიციული სამედიცინო გამოკვლევა გაიარეს. "შახტარი" კიევში 25 ივნისამდე მოემზადება, 26-ში კი უკრაინული გუნდი გერმანულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 9 ივლისამდე დაჰყოფს.

ჯერჯერობით უცნობია, დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდს გაჰყვება თუ არა შეკრებაზე მეორე ქართველი ლეგიონერი - გიორგი არაბიძე.

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა "შახტარში" სეზონის დასრულების შემდეგ, ოდესის "ჩერნომორეცში" ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ გადავიდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი დავიტ ცარმატებები სჰენი დიდი იმედიგვაქ მეგრელები მაგრებიხარტ.
bajo
10:29 16-06-2017
0
დავით დიდ წარმატებებს გისურვებ. მანჩესტერში გადასულზე მეტი სახელი უნდა დაიმკვიდრო და გვასახელო.
gizog
11:39 16-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული