გადაწყვეტილი ამბავია: "ჟილ ვისენტესა" და 25 წლის ქართველი ფეხბურთელის გზები აუცილებლად გაიყრება. ჩვენებურს უფრო მაღალ დონეზე სურს კარიერის გაგრძელება და არც არის გასაკვირი, მით უმეტეს, ამ გუნდთან ერთად პრიმეირა ლიგაშიც უთამაშია და ადაპტაციის პრობლემა არ ექნება.
"მომავალ კვირაში უნდა გაირკვეს ყველაფერი. ამ ეტაპზე შეთავაზებები არის პორტუგალიური, კვიპროსული, პოლონური და აზიური გუნდებიდან. დავფიქრდები საფუძვლიანად და არჩევანს ისე გავაკეთებ", - გვითხრა გუშინ ებრალიძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"