"ბენფიკას" მენეჯერები აკრძელებენ გიორგი მაკარიძის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას 27 წლის ექსმორეირენშელის ტრანსფერის თაობაზე.
ჩვენი გაზეთის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, "ბენფიკას" ინტერესი ქართველი მეკარის მიმართ რეალურია. ახლა მაკარიძე შვებულებაშია. რამდენიმე დღეში შესაძლოა, მაკარიძე ლისაბონში გამოიძახონ უშუალოდ "ბენფიკას" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე.
ერთი ცხადია, როგორც კი კონტრაქტი შედგება, მაკარიძე "ეშტადიუ და ლუშზე" არ დარჩება, მას ან იმავე "მორეირენშეში", ან ლიგის სხვა გუნდში გაანათხოვრებენ.
რუი ვიტორიას მეკარის პოზიციაზე ჟულიო სეზარი, პაულუ ლოპეში და
მოგეხსენებათ, "ბენფიკაში" მეკარის პრობლემა მას მერე გაჩნდა, რაც ედერსონ მორაეში "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. ბრაზილიელი ჟულიო სეზარი ასაკოვანია, 37 წლისაა, კიდევ უფრო დიდია მესამე მეკარე პაულუ ლოპეში (38).
ვინ არის ანდრე მორეირა? ის მადრიდის "ატლეტიკოს" 21 წლის გოლკიპერია. ესპანური კლუბი მესამე სეზონია, პორტუგალიურ გუნდებში ანათხოვრებს ხოლმე მას.
GoalPoint-იც ეხმაურება ამ სავარაუდო ტრანსფერს. პორტუგალიური გამოცემა გვთავაზობს სტატისტიკურ შედარებას, რამდენად შეუძლია მაკარიძეს "ბენფიკას" კარში ედერსონის შეცვლა. გამოცემის მიხედვით, მაკარიძეს და ედერსონს ერთნაირი რეიტინგი აქვთ და ქართველს ბრაზილიელის ჩანაცვლება შეუძლია.