ამ ეტაპზე საქმე ასეა: "ბენფიკას" მიერ შეთავაზებული თანხა ქართველი მეკარის ამჟამინდელ კლუბს არ აკმაყოფილებს. არადა, მაკარიძეს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი დარჩა გუნდთან.
როგორც პორტუგალიური მედია წერს, "მორეირენშეს" ურჩევნია, "არწივების" შეთავაზებას დათანხმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ტრანსფერი ჩიხში შევიდეს, რადგან მაკარიძის გარდა, "ბენფიკას" სხვა ვარიანტებიც აქვს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"