ჯაბა ლიპარტია ლუგანსკის "ზორიას" დაემშვიდობა

AutoSharing Option
ჯაბა ლიპარტიამ ლუგანსკის "ზორია" დატოვა. ამის შესახებ უკრაინული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

29 წლის ქართველ ფეხბურთელს "ზორიასთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურა და ის აღარ გახანგრძლივდა. სად გააგრძელებს ლიპარტია კარიერას, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს, ჯერჯერობით უცნობია.

ჯაბა ლიპარტია "ზორიაში" 2011 წლის ზაფხულში, "ვიტ ჯორჯიიდან" გადავიდა. გასულ სეზონში მან ამ გუნდის მაისურით ყველა ტურნირში 31 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

ლუგანსკის გუნდმა უკრაინის ჩემპიონატი პირველად ისტორიაში მესამე ადგილზე დაასრულა და წელს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
kika-ს (შენ სახელის წაკითხვისას, უცებ პლეხანოველი კიკა გამახსენდა). მე უფრო შენი კომენტარი მიმაჩნია უაზრობად, რადგან როგორც ვიცი, გუნდმა აღარ ისურვა კონტრაქტის გაგრძელება ჯაბასთან. შესაბამისად ჯაბა გახდა თავისუფალი აგენტი. რა შუაშია აქ "მორიგი ქართული უაზრობა"? უგრძელებდნენ და უარი თქვა? იქნებ შენ სხვა ინფორმაცია ფლობ. მიდი აბა გვითხარი.
kaka
13:35 20-06-2017
0
იმედია ქუთაისის ტორპედო დაიმატებს, აბა რისი სპონსორია ჩაჩავა ესეთი დონის ფეხბურთელი თუ არ მოიყვანე.
giga
10:58 20-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული