[მოსალოდნელი ტრანსფერი] ვაკო ყაზაიშვილი კარიერას MLS-ში გააგრძელებს?

AutoSharing Option
ჰოლანდიური gelderlander.nl ამტკიცებს, რომ ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, რომელმაც გასულ სეზონში ის "ლეგიაში" იჯარით გაუშვა.

გამოცემის ცნობით, ყაზაიშვილის ახალი კლუბი კალიფორნიული "სან ხოსე" იქნება, რომელიც MLS-ის ორგზის გამარჯვებულია, ამჟამად კი, 20 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და ლიდერ "კანზას სიტის" 7 ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
MSL არის ძალიან კარგი დონე, ვუყურებ ხშირად - ჯობია თითქმის მთელ ევროპსა, გარდა, რა თქმა უნდა პირველი 7-8 ევროპული პირველობისა. დასწრება საუცხოო, ატმოსფეროც სტადიონზე. მაგრამ ვაკო საქართველოს ნაკრებს იქიდან ვეღარ შეუერთდება, ხალხი კვიპროსიდან არ ჩამოდიოდა...
სხვის ფულებს ნუ ვითვლით.
15:00 20-06-2017
0
MLS- ჩემპიონატი(აქ ვცხოვრობ და სრული პასუხისმგებლობით ვიძახი)ჩემი აზრით ევროპის ბევრ ჩემპიონატზე მაღლა დგას, აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატებზე ხომ საერთოდ.აქ ბევრი ვარსკვლავი თამაშობს დაწყებული დევით ვილათი დამთავრებული ჯოვინკათი და საერთოდ უაღრესად საინტერესო ჩემპიონატი აქვთ. დასწრებაც საკმაოდ მაღალია,მაგრამ აი ნაკრებთან დაკავშირებით კი ძალიან გაუჭირდება, რადგან აკლიმატიზაციას დიდი დრო უნდა რომ სათანადო ფორმაში ჩადგეს.თან თამაშის ნახვა ცოცხლად,როგორ ფორმაშია...
კახა ქირია
14:38 20-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული