[მოსალოდნელი ტრანსფერი] ვაკო ყაზაიშვილი კარიერას MLS-ში გააგრძელებს?

AutoSharing Option
ჰოლანდიური gelderlander.nl ამტკიცებს, რომ ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი არნემის "ვიტესს" ეკუთვნის, რომელმაც გასულ სეზონში ის "ლეგიაში" იჯარით გაუშვა.

გამოცემის ცნობით, ყაზაიშვილის ახალი კლუბი კალიფორნიული "სან ხოსე" იქნება, რომელიც MLS-ის ორგზის გამარჯვებულია, ამჟამად კი, 20 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და ლიდერ "კანზას სიტის" 7 ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
MSL არის ძალიან კარგი დონე, ვუყურებ ხშირად - ჯობია თითქმის მთელ ევროპსა, გარდა, რა თქმა უნდა პირველი 7-8 ევროპული პირველობისა. დასწრება საუცხოო, ატმოსფეროც სტადიონზე. მაგრამ ვაკო საქართველოს ნაკრებს იქიდან ვეღარ შეუერთდება, ხალხი კვიპროსიდან არ ჩამოდიოდა...
სხვის ფულებს ნუ ვითვლით.
20 ივნისი 2017 15:00
0
MLS- ჩემპიონატი(აქ ვცხოვრობ და სრული პასუხისმგებლობით ვიძახი)ჩემი აზრით ევროპის ბევრ ჩემპიონატზე მაღლა დგას, აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატებზე ხომ საერთოდ.აქ ბევრი ვარსკვლავი თამაშობს დაწყებული დევით ვილათი დამთავრებული ჯოვინკათი და საერთოდ უაღრესად საინტერესო ჩემპიონატი აქვთ. დასწრებაც საკმაოდ მაღალია,მაგრამ აი ნაკრებთან დაკავშირებით კი ძალიან გაუჭირდება, რადგან აკლიმატიზაციას დიდი დრო უნდა რომ სათანადო ფორმაში ჩადგეს.თან თამაშის ნახვა ცოცხლად,როგორ ფორმაშია...
კახა ქირია
20 ივნისი 2017 14:38
0
მაყუთის ამბავია,აბა ისე,ტყუილად ფეხბურთს ეზოშიც ითამაშებს?
მარა მაინც,ამერიკაში წასვლას აზერბაიჯანში,ან ყაზახეთში ჯობდა წასულიყო.ნაკრებსაც უკეთ გამოადგებოდა.
აგე,რივალდო უზბეკეთში თამაშობდა ბოლო-ბოლო...
zaza
20 ივნისი 2017 12:58
0
მონახა თავისი ადგილი.იმედია იქიდან მაინც დაეზერება ნაკრებში ჩამოსვლა და თავს დაგვანებებს
20 ივნისი 2017 12:52
0
წასულიყო ჩინეთში როცა სთავაზობდნენ, ფულიც ექნებოდა და დონეც უფრო მაღალია ვიდრე მლს-ში. არ მეგონა ნამდვილად რომ ყაზაიშვილი საშუალო დონეზეც კი ვერ გაქაჩავდა ევროპაში. ესეც ყველაზე "ნიჭიერი" ქართველი. სამწუხაროა ნამდვილად.
..........
20 ივნისი 2017 12:41
0
მლს-ში წასვლა პრაქტიკულად ეროვნულ ნაკრებზე უარის თქმას ნიშნვს.სანამ შტატებიდან ჩამოვა და სანამ აკლიმატიზაციას გაივლის....(((
ზაზა
20 ივნისი 2017 11:59
0
მაყუთის ამბავია.ისე არაა ცუდი საცხოვრებლად
butxa
20 ივნისი 2017 11:59
0
სხვა იჯარის მსურველლი თუ არ გყავს უნდა წახვიდე სახლში გახსნილი თამაშები აქ მხოლოდ მაგ ლიგას პლიუსი მაქედან ფორმაში მყოფი ვერ დაბრუნდები :)
ნოდო
20 ივნისი 2017 11:38
0
სისულელე სისულელე :D
მლს პოლონეთს და ერედივიზიონს 10 თავით ჯობს )
ika
20 ივნისი 2017 11:38
0
ერთიერთმანეთზე უაზრო გადაწყვეტილებებს რატო იღებს ეს ბიჭი? საერთოდ დაიღუპავს კარიერას. არადა ამ თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი წარმომადგენელია.
dadu
20 ივნისი 2017 11:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული