ოფიციალურად: შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
შოთა არველაძე უზბეკური საფეხბურთო კლუბის, ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. 44 წლის ქართველი სპეციალისტის წარდგენის ოფიციალური ცერემონია "ფახთაქორის" სტადიონზე 23 ივნისს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს თელ-ავივის "მაქაბის" წვრთნიდა, რომელთანაც კონტრაქტი წლის დასაწყისში გაწყვიტა. მანამდე კი მას თურქულ "ქაისერისფორში", "ქასამფიშასა" და "ტრაბზონსფორში" უმუშავია.

რაც შეეხება "ფახთაქორს", უზბეკეთის ყველაზე ცნობილ გუნდს ქვეყნის ჩემპიონატში დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს - 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
აბა ფახტაქორი გამხდარა აზიის ჩემპიონი და ეგაა.ევროპაში ვერ მოიძებნა არ ელაძის ადგილი?ან თუნდაც თურქეთში.ეს იმის მაჩვენებელია რომ არაა იმ დონის მწვრთნელი არველაძე რო ევროპაში რომელიმე საშუალო დონის გუნდმა მაინც მიიწვიოს
გუჯა
11:32 22-06-2017
0
ტა ემუ ი მესტო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული