22 წლის ნახევარმცველი კარიერას დანიის სუპერლიგის კლუბ "რანდერსში" გააგრძელებს...
- ჯერ ტორპედოსთან" თამაში შეაფასეთ...
- მიხარია, რომ საქართველოს ჩემპიონატში ასეთი თამაშები იმართება. დღევანდელმა მატჩმა აშკარად გაამართლა. მე, პირადად, დიდი სიამოვნება მივიღე. მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში და დამსახურებულად მოვიგეთ.
- თქვენი ტრანსფერის ამბავიც გაირკვა. დანიური "რანდერსის" წინადადებას დათანხმდით?
- დიახ, ასეა. კლუბს პირობებზე უკვე შევუთანხმდი, ჩავალ,
- რა ვადით?
- სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
- სხვა შემოთავაზებები გქონდათ?
- იყო ვარიანტები ესპანეთიდან, კონკრეტულად - "კორდობადან", მაგრამ ავირჩიე კლუბი, სადაც უფრო სტაბილური და კარგი გარემოა. "რანდერსის" ხელმძღვანელობაც გავიცანი... მოკლედ, არჩევანით კმაყოფილი ვარ.
- დანიაში ქართველები მაინცდამაინც წარმატებით ვერ თამაშობენ. ალბათ, ამაზე იფიქრებდით...
- მესმის, ყველაფერზე ვიფიქრე და ავწონ-დავწონე, მაგრამ საკუთარ თავის მჯერა და აუცილებლად მივაღწევ იმას, რაც მიზნად დავისახე. ჩემთვის ახლა დანიაში თამაში აჯობებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"