"გენტში" მიხვდნენ, რომ გიორგი ბერიძე საჭირო და პერსპექტიული მოთამაშეა"

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წილისყრამ ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკურ "ტრენჩინთან" დააწყვილა. ეს გუნდი ჩვენთვის იმითიც არის საინტერესო, რომ იქ გიორგი ბერიძე თამაშობს...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი სლოვაკურ კლუბში მხოლოდ ჩემპიონატის მეორე ნახევარში მივიდა, 12 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ მოხვდა.

გიორგი ბერიძის მენეჯერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლაშა ჯაკობიამ მნიშვნელოვანი ამბავი გვითხრა:

"ტრენჩინის" პრესსამსახურის ცნობით, კლუბის გულშემატკივართა გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც ბერიძე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამას გარდა, ჟურნალმა
"პრო ფუტბოლმა" სლოვაკეთის ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა", - ამბობს ჯაკობია.

დიდი ალბათობით, ბერიძე ევროპალიგაზე საქართველოს თასის მფლობელის წინააღმდეგ ითამაშებს. სლოვაკური კლუბის ცნობით, ბელგიური "გენტიდან" ნახევარწლიანი იჯარით დამატებულმა ბერიძემ "ტრენჩინთან" საიჯარო ხელშეკრულება კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა.

- გიორგი ბერიძე: "ტორპედოს" წინააღმდეგ ქუთაისში თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნება

ჯაკობიას ამაზეც ველაპარაკეთ:

"ბელგიური ფეხბურთის პროგრესი ცნობილი ფაქტია. მათი ჩემპიონატიც მაღალი დონისაა და ძლიერი გუნდებიც ჰყავთ. ისინი ფეხბურთელებს კონტრაქტს შემთხვევით არ უფორმებენ.

გიორგის "გენტთან" ხელშეკრულების ვადა რამდენიმე თვეში უმთავრდებოდა, ამიტომ სლოვაკეთში მის გამოსვლას ყურადღებით აკვირდებოდნენ. ეს ნახევარი წელი კი ბერიძემ ძალიან შთამბეჭდავად ჩაატარა და მიხვდნენ, საჭირო და პერსპექტიული მოთამაშეა.

გიორგისთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, 2-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და სლოვაკეთში კიდევ 6 თვით გაანათხოვრეს".

მისი თქმით, ბერიძეს სხვა ვარიანტებიც ჰქონდა:

"არანაკლებ საინტერესო გუნდებიც იწვევდნენ: ბელგიურ "მეხელენსა" და ფრანგულ "ლანსს" სულაც ტრანსფერის გამოსყიდვა სურდათ, მოლაპარაკების დაწყება ბრატისლავის "სლოვანმაც" სცადა, მაგრამ ჩანდა, "გენტი" გიორგის გაყიდვას არ აპირებდა.

შეიძლება, იკითხოთ - თუ მოსწონთ, სლოვაკეთში რატომღა გაუშვესო? საქმე ისაა, რომ "გენტში" გიორგის თამაშის შანსი 50/50-ზე იყო, "ტრენჩინში" კი ლიდერია, სულ თამაშობს. "გენტის" ხელმძღვანელობას სურს, რომ ბერიძეს სლოვაკეთში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ევროპის ლიგაზე გამოვიდეს, ხოლო ზამთარში მთავარ გუნდში დააბრუნონ".

...ბოლო დროს, საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდში ის ფეხბურთელები დააწინაურა, რომლებიც ბერიძესთან ერთად 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდნენ - ჯიმი ტაბიძე, გიორგი არაბიძე, ოთარ კიტეიშვილი... ამ ბიჭებს თავი ურიგოდ არ წარმოუჩენიათ.

ევროპალიგის მონაწილე სლოვაკეთის "ტრენჩინი" საშუალოევროპული დონის გუნდია და ცხადია, საამაყოა, მის საუკეთესო მოთამაშედ და მერე ლიგის საუკეთესო ახალგაზრდად ქართველს რომ აღიარებენ. წესით, ასეთი შემტევი საქართველოს ნაკრებსაც არ აწყენდა. ყოველ შემთხვევაში, ბერიძის ნახვა ურიგო იდეა არ უნდა იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბერიძე,შეყილაძე,რომელი არ ჯობია დვალიშვილს.ეტყობა ვაისმა არც იცის სად თამაშობენ ეს ბიჭები,და თუ იცის მით უარესი, რომ არ იძახებს ამ ბიჭებს.
თენგო
24 ივნისი 2017 21:35
0
ვასო,ამიულაშხილი ძალიან ჩუდად წავიდა,შეურაცხყოფილი,რისი ღირსიც ნამდვილად არ იყო.ისიც და კანკავაც გარკვეული ხანი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ,აი მაშინ რომ ეთქვათ უარი,მაშინ რას იტყოდით?გაასწორებდით მიწასთან,ხომ ასეა და ჯიქიას მაგალითიც აქვეა.ყველა ჩამოთვლილი,თუ ფეხზე დგომა შეუძლია.გამოძახებაზე მოდის და თავს არ ზოგავს ნაკრებშიმე მგონი ამ მხრივ საყვედურს ვერც ერთას ვერ ეტყვი.კარგი და გაახარეს შენი გული და უარი თქვეს ნაკრებში თამაშზე,ითამაშეს სხვებმა და ვერც მათ მოიგეს,მათაც შეუძახეთ და გაუშვით ნაკრებიდან,დააყენეს სხვა,როგორ გგონია მესამე ნომერი უკეთესი იქნება?მოიყვანეს მეოთხე ნომერი,მეხუთე და ბოლოს მოსწავლეებზე მივალთ.,=მერე იტყვით ათამაშეთ ისევ ის ძველებიო და თქვენგან ნაგინებლებმასანაკრებო კარიერაზე უარი რომ თქვან,აღარ გვინდა ამდენი გინებაო,ისევ მათ გაამტყუნებთ,ამათ სამშობლო არ უყვართო.გაიგეთ ხალხო,ფეხბურთელს მწვრთნელი იძახებს,იმას ვინც სჭირდება,ვინც უკეთესია და ამისათვისაც ფეხბურთელის ლანძღვა სისულელეა.ჩვენ ფეხბურთში ამჟამად ეგენი არიან საუკეთესოები და სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ,ლობჟანიძის ადგილზე კაკაბაძემ რომ ითამაშა,ხომ ნახეთ რომ ჯერ არ არის მზად და ნაკრების წარამარა ცვლაც არაა სწორი.მწვრთნელმა იცის რა შეუძლიათ ამ ფეხბურთელებს და ენდობა მათ,.აი მოლდავეთში კი ცხადად გამოჩნდა რა ხდება,როცა რომელიმე რგოლი შეუთამაშებელია.ხუთი მცველი ერთმანეთს უშლიდა ხელს და დაცვის ცენტრი რუსთაველის პროსპექტივით ღია იყო.მგონი დამეთანხმებით.რომ კვირკველია ,კაშია და ტაბიძე წელს ყველაზე მაღალ დონეზე თამაშობდნენ კლუბებში ,მაგრამ ცენტრში შეუთამაშებელმა კვირკველიამ და ტაბიძემ,საერთოდ ვერაფრით შეუშალეს მეტოქეს ხელი.აქეთ ფლანგზე კი ლობჟანიძემ და მეორე მგონი კვირკველია იყო არა?კინაღამ ერთმანეთი დახოცეს,ეგეც ხუთი მცველით თამაშის შეუთამაშებლობა იყო,ფუნქციები არ ჰქონდათ გადანაწილებული.ნაკრებში ახალი სისხლის შეშვება საჭირო და აუცილებელია,მაგრამ ყველაფერი გეგმა ზომიერად უნდა მიდიოდეს და ვეტერანებსაც პატივი უმდა მივაგოთ დავუფასოთ წარსული,თუნდაც არც თუ გამარჯვებებით მოფენილი,მაგრამ ალალად დაღვრილი ოფლი და დანგრეული ფეხები.
სოსო
24 ივნისი 2017 20:18
0
ძველი ანდაზაა "თვითონ ჭრის და თვითონ კერავსო" მეტს ჩემს თავს არ ვაკადრებ.
gizog
24 ივნისი 2017 17:32
0
"12 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ მოხვდა" - 'თუმცა' აქ რა შუაშია საერთოდ?? ცოტაა 4 გოლი და 6 ასისტი - ამას გულისხმობთ, თუ უბრალოდ ქართულს ვერ ქაჩავთ??
odala
24 ივნისი 2017 17:27
0
მიხვდა ამისულაშვილმა, რო აღარ იყო მისი ადგილი და წავიდა კაცურად, ამათ რასჭირთ ნეტა, მაინცდამაინც სტადიონიდან უნდა გაასვენონ ნეტა? აღარ ცხვენიათ მაინც ამდენი ლანძღვა? თუ კარიერას აიწყობენ ნაკრებით აწი. რას აცდენენ ადგილს ვერ გამიგია
vaso
24 ივნისი 2017 17:00
0
მთავარია დვალიშვილ ლობჟანიძეს ამჩნევს და ნავალოვსკი არ დაეკარგოს კიდევ სადმე კანკავა ლორიას ჩათვლით. ვაი ჩვენი ცოდვა ამათ ხელში, რას დაამსგავსეს ნაკრები
vaso
24 ივნისი 2017 16:57
0
ვაისს დაეფსო თვალები, რავარც კი აქ დაფსილ დაბრმავებულ-დაყრუებული
vaso
24 ივნისი 2017 16:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული