"გენტში" მიხვდნენ, რომ გიორგი ბერიძე საჭირო და პერსპექტიული მოთამაშეა"

AutoSharing Option
ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წილისყრამ ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკურ "ტრენჩინთან" დააწყვილა. ეს გუნდი ჩვენთვის იმითიც არის საინტერესო, რომ იქ გიორგი ბერიძე თამაშობს...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი სლოვაკურ კლუბში მხოლოდ ჩემპიონატის მეორე ნახევარში მივიდა, 12 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ მოხვდა.

გიორგი ბერიძის მენეჯერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლაშა ჯაკობიამ მნიშვნელოვანი ამბავი გვითხრა:

"ტრენჩინის" პრესსამსახურის ცნობით, კლუბის გულშემატკივართა გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც ბერიძე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამას გარდა, ჟურნალმა
"პრო ფუტბოლმა" სლოვაკეთის ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა", - ამბობს ჯაკობია.

დიდი ალბათობით, ბერიძე ევროპალიგაზე საქართველოს თასის მფლობელის წინააღმდეგ ითამაშებს. სლოვაკური კლუბის ცნობით, ბელგიური "გენტიდან" ნახევარწლიანი იჯარით დამატებულმა ბერიძემ "ტრენჩინთან" საიჯარო ხელშეკრულება კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა.

- გიორგი ბერიძე: "ტორპედოს" წინააღმდეგ ქუთაისში თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნება

ჯაკობიას ამაზეც ველაპარაკეთ:

"ბელგიური ფეხბურთის პროგრესი ცნობილი ფაქტია. მათი ჩემპიონატიც მაღალი დონისაა და ძლიერი გუნდებიც ჰყავთ. ისინი ფეხბურთელებს კონტრაქტს შემთხვევით არ უფორმებენ.

გიორგის "გენტთან" ხელშეკრულების ვადა რამდენიმე თვეში უმთავრდებოდა, ამიტომ სლოვაკეთში მის გამოსვლას ყურადღებით აკვირდებოდნენ. ეს ნახევარი წელი კი ბერიძემ ძალიან შთამბეჭდავად ჩაატარა და მიხვდნენ, საჭირო და პერსპექტიული მოთამაშეა.

გიორგისთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, 2-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და სლოვაკეთში კიდევ 6 თვით გაანათხოვრეს".

მისი თქმით, ბერიძეს სხვა ვარიანტებიც ჰქონდა:

"არანაკლებ საინტერესო გუნდებიც იწვევდნენ: ბელგიურ "მეხელენსა" და ფრანგულ "ლანსს" სულაც ტრანსფერის გამოსყიდვა სურდათ, მოლაპარაკების დაწყება ბრატისლავის "სლოვანმაც" სცადა, მაგრამ ჩანდა, "გენტი" გიორგის გაყიდვას არ აპირებდა.

შეიძლება, იკითხოთ - თუ მოსწონთ, სლოვაკეთში რატომღა გაუშვესო? საქმე ისაა, რომ "გენტში" გიორგის თამაშის შანსი 50/50-ზე იყო, "ტრენჩინში" კი ლიდერია, სულ თამაშობს. "გენტის" ხელმძღვანელობას სურს, რომ ბერიძეს სლოვაკეთში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ევროპის ლიგაზე გამოვიდეს, ხოლო ზამთარში მთავარ გუნდში დააბრუნონ".

...ბოლო დროს, საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდში ის ფეხბურთელები დააწინაურა, რომლებიც ბერიძესთან ერთად 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდნენ - ჯიმი ტაბიძე, გიორგი არაბიძე, ოთარ კიტეიშვილი... ამ ბიჭებს თავი ურიგოდ არ წარმოუჩენიათ.

ევროპალიგის მონაწილე სლოვაკეთის "ტრენჩინი" საშუალოევროპული დონის გუნდია და ცხადია, საამაყოა, მის საუკეთესო მოთამაშედ და მერე ლიგის საუკეთესო ახალგაზრდად ქართველს რომ აღიარებენ. წესით, ასეთი შემტევი საქართველოს ნაკრებსაც არ აწყენდა. ყოველ შემთხვევაში, ბერიძის ნახვა ურიგო იდეა არ უნდა იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაისს დაეფსო თვალები, რავარც კი აქ დაფსილ დაბრმავებულ-დაყრუებული
vaso
16:53 24-06-2017
0
მთავარია დვალიშვილ ლობჟანიძეს ამჩნევს და ნავალოვსკი არ დაეკარგოს კიდევ სადმე კანკავა ლორიას ჩათვლით. ვაი ჩვენი ცოდვა ამათ ხელში, რას დაამსგავსეს ნაკრები
vaso
16:57 24-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული