ეს ყველაფერი ვაკოში აღმოვაჩინეთ - ყაზაიშვილი ოფიციალურად "სან ხოსეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
24 წლის ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ახალგაზრდა შემტევ ფეხბურთელს ვეძებდით, რომელიც აღაფრთოვანებდა გულშემატკივარს და ჩვენთან დიდი ხნით დარჩებოდა. ეს ყველაფერი კი ვაკოში აღმოვაჩინეთ.

გვინდოდა ისეთი მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთელის მოტყუება და ჩვენს თამაშში ნაპერწკლის შეტანა შეუძლია", - განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჯესი ფიორანელიმ.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ვარშავის "ლეგიაში" გაატარა. ვაკო "ლეგიასთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაგრამ გუნდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი
არნემის "ვიტესს" ეკუთვნოდა.

"სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ვაკო ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია,რომელმაც მხოლოდ თავისი შრომით მიაღწია, იმას რაც არის,ახლა რათქმა უნდა ჩავარდნა აქვს და თუ ამერიკის ლიგა დაეხმარება ფორმის აღდგენაში,ძალიან კარგი იქნება.ლიგის დონე ნამდვილად არ ვიცი,მაგრამ თუ ამერიკის ნაკრების თამაშის მიხედვით ვიმსჯელებთ,ძალიან სწრაფ ფეხბურთს უნდა თამაშობდნენ,უმაღლესი ფიზიკური მომზადებით.თუ სათამაშო პრაქტიკა ექნა,მაშინ ფიზიკური მომზადებით ნაკრებში საუკეთესო იქნება,მეორე საკითხია,როგორ შესძლებს იქიდან ნაკრების დახმარებას,ვფიქრობ ეს გამორიცხულია,ვერ შესძლებს.ასე რომ იმედია აღიდგენს ფორმას და დაბრუნდება ევროპაში,თორემ ჩვენთვის შეიძლება დაკარგულად ჩავთვალოთ.რაც შეეხება ასაკს,ვაკო ისეთ ფეხბურთს თამაშობს,რომელიც ასაკის და გამოცდილების მატებასთან ერთად სულ უფრო უკეთესი უნდა გახდეს.
ასე თუ ისე ,ვაკოსაგან ბევრი კარგი ეპიზოდი გვახსოვს და მომავალშიც ვუსურვებ ამის გაგრძელებას,ევროპაში დაბრუნებას და გაცილებით უკეთეს გუნდში თამაშს.იგი არც ნაკრებისათვის და არც გულშემატკივარისთვის დასაკარგი ფეხბურთელი არ არის.წარმატებები ვაკო!
სოსო
10:11 24-06-2017
0
პრაქტიკულად,ეს ბიჭი უკვე პენსიაზე გავიდა....
status quo
01:25 24-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული