ეს ყველაფერი ვაკოში აღმოვაჩინეთ - ყაზაიშვილი ოფიციალურად "სან ხოსეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
24 წლის ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ახალგაზრდა შემტევ ფეხბურთელს ვეძებდით, რომელიც აღაფრთოვანებდა გულშემატკივარს და ჩვენთან დიდი ხნით დარჩებოდა. ეს ყველაფერი კი ვაკოში აღმოვაჩინეთ.

გვინდოდა ისეთი მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთელის მოტყუება და ჩვენს თამაშში ნაპერწკლის შეტანა შეუძლია", - განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჯესი ფიორანელიმ.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ვარშავის "ლეგიაში" გაატარა. ვაკო "ლეგიასთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაგრამ გუნდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი
არნემის "ვიტესს" ეკუთვნოდა.

"სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ვაკოს წარმატებები!!! ვინც აკრიტიკებს ვაკოს მეტი გააკეთოს და ინგლისის ჩემპიონატში ითამაშოს. მაშინ დავუჯერებ. კლავიატურაზე კაკუნი ადვილი საქმეა
0
"გვინდოდა ისეთი მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთელის მოტყუება და ჩვენს თამაშში ნაპერწკლის შეტანა შეუძლია", სწორად შეუმჩნევიათ ამერიკელებს, მაგრამ ვაკოსთვის სამწუხაროდ ჩემი აზრით სწორედ მისი ეს თვისება აღმოჩნდა მისი კარიერის ასე წარმართვის მიზეზი, ზედმეტად ბევრის უფლებას აძლევდა თავს (ინდივიდუალურ თამაშს ვგულისხმობ) და ლეგიაშიც ამიტო არ ათამაშებდნენ, აღნიშნა კიდეც ერთ ინტერვიუში ლეგიას მწვრთნელმა, "ყაზაიშვილმა გუნდური თამაში უნდა დახვეწოსო". ვიტესიდან გაშვების მიზეზიც სავარაუდოდ სწორედ ეგ იყო. ირბინოს ეხლა ამერიკაში, იმათაც ეგ ნდომებიათ და "იმატავებს" თავის პონტში, ხან გამოუვა მოტყუება, ხან დაკარგავს ბურთს და ტაშს კი დაუკრავენ და ეგაა...
ziqenbud
15:40 23-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული