ეს ყველაფერი ვაკოში აღმოვაჩინეთ - ყაზაიშვილი ოფიციალურად "სან ხოსეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
24 წლის ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ამერიკული "სან ხოსეს" ფეხბურთელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ახალგაზრდა შემტევ ფეხბურთელს ვეძებდით, რომელიც აღაფრთოვანებდა გულშემატკივარს და ჩვენთან დიდი ხნით დარჩებოდა. ეს ყველაფერი კი ვაკოში აღმოვაჩინეთ.

გვინდოდა ისეთი მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთელის მოტყუება და ჩვენს თამაშში ნაპერწკლის შეტანა შეუძლია", - განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ჯესი ფიორანელიმ.

შეგახსენებთ, რომ ვაკო ყაზაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ვარშავის "ლეგიაში" გაატარა. ვაკო "ლეგიასთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაგრამ გუნდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი
არნემის "ვიტესს" ეკუთვნოდა.

"სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ვაკოს წარმატებები!!! ვინც აკრიტიკებს ვაკოს მეტი გააკეთოს და ინგლისის ჩემპიონატში ითამაშოს. მაშინ დავუჯერებ. კლავიატურაზე კაკუნი ადვილი საქმეა
GEO
23 ივნისი 2017 15:28
0
ეგ ბიჭი წავიდა იქ სადაც დაუძახეს და ჭირდებათ და ფულსიშოვისო ვინც ამას წერს შე დალოცვილო ფულისაშოვრად მიდიან ამერიკაში ფეხბურთელები აპა იმხელა გზაზე ხალიავაზე ვინ წავა.იშოვოს და ღმერთმა მიცეს.ოცდაოთხი წლისაა მემგონი და დროცაა რო რაღაც იშოვოს და წელგამართული იყოს კარიერის დასრულების შემდეგ.
quTaiseli
23 ივნისი 2017 14:39
0
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენი საათი უნდა იფრინოს ვიდრე სანაკრებო შეკრებაზე ჩამოვა საქართველოში და 9 საათიანი განსხვავება დროში როგორ მოქმედებს ადამიანზე ჩემს თავზე გამომიცდია...შეკრებისა და ვარჯიშის დროს შუაღამე იქნება ამერიკული დროით და როგორ უნდა მოემზადოს ფიზიკურად არ ვიცი..მართლა ხომ არ ასრულებს სანაკრებო კარიერას ნეტავ?:(
eh
23 ივნისი 2017 14:26
0
თქვენ MLS-ს ასე ცერად ნუ უყურებთ, დანიის და პოლონეთის ჩემპიონატს ნაღდათ ჯობია, რუსეთის ნაჩალიჩარ ჩამპიონატზე რომ არაფერი ვთქვათ, სულ ჩაწყობები რომ მიდის. საკმაოდ კარგ დონეზე თამაშობენ, ფიზიკურადაც კარგად არიან მომზადებულები
ცოფიანი სპილო
23 ივნისი 2017 14:23
0
ე.ი. ამერიკული ლიგა კარიერის დასასრული,ხოლო შუა აზიის,ბალტიისპირეთის,ისრაელის,კვიპროსის,უკრაინის, რუსეთის და ა.შ ქვეყნების ლიგები თურმე კარიერის დასაწყისი ყოფილა,ვაა,რას არ გაიგებს კაცი
ბექა
23 ივნისი 2017 14:19
0
მტავარია გცონდეს პული.
ex
23 ივნისი 2017 14:07
0
ანუ, ამან დაასრულა სანაკრებო კარიერა?
ზურა
23 ივნისი 2017 14:06
0
მოუწევს თამაში კაკას,პირლოს,ვილიას,ჯოვინკოს და ასეთი არაერთი ვარსკვლავის წინააღმდეგ. არაა მთლად ცუდი ვარიანტი. წარმატებები ვაკო!საკმაოდ მაღალი დონის ლიგაა პოლონეთს და ყაზახეთს ვერც შევადარებ ოდნავ მაინც.
gabo
23 ივნისი 2017 13:58
0
ეს კიდევ საკითხავია ,,MLS,, ჯობია, თუ ჩინეთის ,,SUPER LEGUE,, მგონი მეორე, თანაც ბევრად.
ასეა ეს ...
23 ივნისი 2017 13:49
0
არ გვინდა ეს თქვენი ბრძნული კომენტარები ჰოლანდიაში და პოლონეთში ზამენას ისევ ამერიკაში თამაში ჯობია :))))))))))) .!.
!!!
23 ივნისი 2017 13:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული