გიორგი მერებაშვილის გოლმა "პლოცკს" ამხანაგური მატჩი მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ივლისს პოლონეთის ექსტრაკლასას ახალი სეზონი იწყება. ამიტომაც კლუბები უკვე ემზადებიან ახალი სეზონისთვის.

გიორგი მერებაშვილის "ვისლამ" მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. პლოცკელებმა 1:0 დაამარცხეს "ლენჩნა", რომლის რიგებშიც არ გამოჩენილა ნიკა ძალამიძე.

მერებაშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა. მას 54-ე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა. 70-ე წუთზე კი ქართველმა ნახევარმცველმა საჯარიმოში გამოვარდნილ ბურთს მიუსწრო, სამი მცველი ჩამოიტოვა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული