მოსკოვის "ლოკომოტივმა" "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელის გიორგი არაბიძის აგენტის მიხაილ მეტრეველის ცნობით, 19 წლის ქართველის ტრანსფერით მოსკოვის "ლოკომოტივია" დაინტერესებული.

"მოსკოვის "ლოკომოტივმა" ოფიციალურად მიმართა "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერის თაობაზე", - დაწერა აგენტმა სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის მოლაპარაკებების დეტალებზე სხვა არაფერია ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდი "შახტარში" 2015 წელს გადავიდა, თუმცა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მთავარ გუნდში დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ შეძლო. ამჟამად გიორგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ევროპა კარგია,მაგრამ თუ ასარჩევი იქნა"ლოკოსა"და"შახტარს"შორის,"ლოკო" ჯობია,სიომინს ქართველებთან კარგი ურთიერთობა აქვს,მეტი სათამაშო დრო ექნება."შახტარში" კი არ ათამაშებენ ძირითადში და ისევ მეორე გუნდში იქნება.ევროპის ვარიანტი უკეთესია რა თქმა უნდა,მაგრამ გუნდს გააჩნია და საერთოდ არის რო...
კახა ქირია
30 ივნისი 2017 02:04
0
არ ქნა ბიჭო! არ ქნა! ევროპა! მხოლოდ ევროპა და არავითარი რუსეთი, ცოდო ხარ რუსეთში, ცოდო.
კ ო მ ბ ლ ე
30 ივნისი 2017 01:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული