მოსკოვის "ლოკომოტივმა" "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერზე მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელის გიორგი არაბიძის აგენტის მიხაილ მეტრეველის ცნობით, 19 წლის ქართველის ტრანსფერით მოსკოვის "ლოკომოტივია" დაინტერესებული.

"მოსკოვის "ლოკომოტივმა" ოფიციალურად მიმართა "შახტარს" გიორგი არაბიძის ტრანსფერის თაობაზე", - დაწერა აგენტმა სოციალურ ქსელში.

ამ დროისთვის მოლაპარაკებების დეტალებზე სხვა არაფერია ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდი "შახტარში" 2015 წელს გადავიდა, თუმცა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მთავარ გუნდში დამკვიდრება ჯერჯერობით ვერ შეძლო. ამჟამად გიორგი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კი მარა რუსეთში არ თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთის ლეგენდები? თუ ჩამოვთვალო. ლოკომოტივის ძირითადი რო ჯობია რად უნდა მაგას კითხვა. ძვირს მოითხოვენ მერეო რომ ამბობთ, თუ ეღირება 20 და 30 მილიონი, თქვენ გგონიათ არ გადაიხდიან? ამან ივარგოს ისე, რომ ნეტა 100 ლიმონი დააფასონ. დონეს ვერ აიმაღლებსო რომ ამბობთ, ნუ წამოარტყამთ მასე იოლად რუსეთის ჩემპიონატს ხელს, მეექვსე ადგილზეა ევროპაში და სულ უფრო ვითარდება, მხოლოდ ამან უნდა იშრომოს და სასტავში ჩაჯდეს და მოუმატოს და მერე ყველაფერი თავისით მოვა, და ნუ გგონიათ რომ რუსეთი აფუჭებს ქართველ ფეხბურთელებს. უბრალოდ სპორტსმენი უნდა იყო, ძველბიჭობა, კაიფი გულავი , სმა სიგარეტი დროებით გვერძე უნდა გადადო და შედეგიც არ დააყოვნებს. თან ბიჭს სხვა შემოთავაზებაც არ აქვს. ესენი კიდე კაი ხანს არ ჩასვამენ სასტავში, აბა რა ქნას? და რატომ გგონიათ რომ შახტარი ბევრად სჯობს ლოკოს. ბოლო დროს უკრაინელებს მოშნად დაერხათ და ეს გამოჩნდება კიდეც. ლოკოს კი ამბიციები აქვს, ევროპაზეც გასულია, ნეტა აიყვანდნენ
vaso
01 ივლისი 2017 22:32
0
იგივე მოუვა რაც მალხაზ ასათიანს დამართეს. ულამაზესი შემტევი კაცი გადაწიეს დაცვაში და 30 წლის ასაკში დაამტავრებინეს თამაში
მამუკა
30 ივნისი 2017 15:22
0
ჯანო არსად ჩაკარგულა და მშვენივრად გრძნობს თავს სპარტაკში და ვისაც ეჭვი ეპარება შეუძლია თავად კითხოს ეს ერთი და მეორე თუ შახტარი არ ათამაშებს არაბიძეს მერე რაუნდა ქნას არ დამიწყოს აქ ეხლა ვინმემ მოიცადოსდა როცხა იქნება მაგის დრო მოვაო.შახტარში გაფურჩქნული ქართველი ფეხბურთელი საერთოდ არახსოვს ისტორიას. თუ ექნება ევროპის ქვეყნებიდან მოწვევა სერიოზული კიბატონო ოღონდ არა დანია და ეგეთი შვლაპი ლიგებიდან. ვინც წავიდა ეგეთ ქვეყნებში ყველა ჩაიკარგა.
quTaiseli
30 ივნისი 2017 12:23
0
გიორგი ტექნიკური მოთამეშეა, საფრანგეთი,იტალია ან ესპანეთი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. რუსეთში ნაკლები პერსპექტივა ექნება.
მერაბი
30 ივნისი 2017 12:20
0
კაით რა, თქვენ არ დათანხმდებოდით დიდ ფულს და რუს ნაშებს ? D მიდი გიორგი, გადადი ლოკომოტივში. ჯანოს მსგავსად რუსი ცოლიც შეირთე.
sandro
30 ივნისი 2017 12:02
0
სრული დეგრადაცია ფასეულობების,განათლებაში პროლემები...პ.ს. 16 წლის ბავშვი მამამისს დინამოდან რუბინში მიყავსო(((...შვილებით ვაჭრობთ?საკუთარი კომფორტი შვილების ხარჯზე გინდათ მოიწყოთ?
ვავა
30 ივნისი 2017 11:12
0
-გინდათ დაღუპოთ ქართველი გულშემატკივრების იმედი?!..ჯანო დღეს გაცილებით მაღალი დონე იქნებოდა,რომ არ წასულიყო რუსეთში.....ესპანეთი,პორტუგალია,იტალია,საფრანგეთი -სამხ.ევროპა,კლიმატით ,ფეხბურთით შესატყვისი ქართველისთვის.განსაკუთრებით შემოქმედი,შეტევითი ამპლუის ფეხბურთელებისთვის.
-თუ გადავიდა ლოკომოტივში,დიდი ალბათობით ჩარჩება რუსეთში და მისი სპორტული კარიერა ფუჭად დაიკარგება,როგორც სპორტსმენისთვის!მაგალითები ვიცით უკვე და აქ არ დავასეხელებ გვარებს..ისედაც ყველასთვის ნათელია,რომელი ფეხბურთელები მყავს მხედველობაში.
რუსეთის პრემიერ-ლიგიდან ევროპულ კლუბში გადასვლა მომავალში ძალიან გაუჭირდება!ჯერ ერთი,იმ მიზეზის გამო,რომელიც უკვე დავასახელე(არ ექნება საჭირო დონის პროგრესი) და მეორე-რუსული კლუბი მომავალში მოითხოვს უზარმაზარ სატრანსფერო ფასს,რაზეც ევროპული კლუბი არ დათანხმდება!...,,დღეს,, რუსული კლუბი(..ლოკომოტივი.. ამ შემთხვევაში) შესთავაზებს ხელფასს,რომელსაც არცერთი ევროპული კლუბი არ მისცემს დღეს,მაგრამ მომავალში გაცილებით მეტს დაკარგავს!გაცილებით!!!...თუ გადავიდა ..ლოკომოტივში..,დიდი ალბათობით ჩარჩება რუსეთში და მისი სპორტული(!) კარიერა ფუჭად ჩაიკარგება,როგორც სპორტსმენისთვის!მაგალითები ვიცით უკვე და აქ არ დავასეხელებ გვარებს..ისედაც ყველასთვის ნათელია,რომელი ფეხბურთელები მყავს მხედველობაში...პ.ს. იგივე თემას ეხება-გავრცელდა ხმები,რომ თბილისის,,,დინამოს,, 16 წლის თავდამსხმელი ,,რუბინში,,გადადის.ვინმე დაასახელებს ბოლო ათწლეულში თუნდაც ერთ რუს მაღალი დონის ფეხბურთელს ?!
ზაზა
30 ივნისი 2017 10:40
0
ჯანო რო ჩაკარგეს იგივეს გიზამენ!
ramzess
30 ივნისი 2017 09:11
0
...ჯანოს მაგალითი გეყოფა!
ramzes
30 ივნისი 2017 09:09
0
ამ რუსებს დაგინებული ხომ არ აქვთ ქართველს არ გავახარებო? ვინც იქ გადადის ფეხბურტს ფულში ყიდის იმიტომ რომ იქიდან წასვლა მერე ისეტივე ძნელია როგორც ჭაობიდან ამოსვლა.
Gio
30 ივნისი 2017 08:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული