Corriere Dello Sport: ლევან მჭედლიძე "ბოლონიასთვის" ყველაზე სასურველია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდი ლევან მჭედლიძე ყველაზე სასურველი ფეხბურთელია "ბოლონიასთვისო", - წერს ავტორიტეტული იტალიური გამოცემა "კორიერე დელო სპორტი".

ამავე მედიასაშუალების ცნობით, იმ ფორვარდებს შორის, რომლებიც ამ კლუბის სამიზნეშია, ქართველი პირველ ადგილზეა და, წესით, "ემპოლისთან" გარიგებას წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს.

ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ მომავალ სეზონში "ემპოლი" სერია B-ში ითამაშებს, ქართველ თავდამსხმელს კი რანგით დაბალ დივიზიონში თამაში არ სურს.

"ემპოლიმ" უკვე დაიწყო ზრუნვა ლევანის შემცვლელის ძიებაზე და "სალერნიტანას" თავდამსხმელი ალფრედო დონარუმა შეიგულა.

ადრე ვწერდით, რომ მჭედლიძის გადაბირება თურქულ "ტრაბზონსფორსაც" სურდა,
მაგრამ ჩანს, ჩვენებური უფრო "ბოლონიასკენ" იხრება და ეს არცაა გასაკვირი, რადგან იტალია მისთვის უცხო გარემო არ არის და ადაპტაციაშიც არ დაეკარგება დრო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლევან,ჯანმრთელობას გისურვებ და არსად დაიკარგები,ამაში დარწმუნებული ვარ.
სოსო
03 ივლისი 2017 16:47
0
ლევან ჯანმრთველობას და წარმატებებს გისურვებ რომელ გუნდშიც არ უნდა იყოთ.
gizog
03 ივლისი 2017 15:19
0
კარგი იკნება ლევანი ბოლონიასჰი გადავიდეს,სერია A ,ზალიან ზლიერი ლიგა მსოპლიოსჰი.
otar
03 ივლისი 2017 14:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული