ამავე მედიასაშუალების ცნობით, იმ ფორვარდებს შორის, რომლებიც ამ კლუბის სამიზნეშია, ქართველი პირველ ადგილზეა და, წესით, "ემპოლისთან" გარიგებას წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს.
ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ მომავალ სეზონში "ემპოლი" სერია B-ში ითამაშებს, ქართველ თავდამსხმელს კი რანგით დაბალ დივიზიონში თამაში არ სურს.
"ემპოლიმ" უკვე დაიწყო ზრუნვა ლევანის შემცვლელის ძიებაზე და "სალერნიტანას" თავდამსხმელი ალფრედო დონარუმა შეიგულა.
ადრე ვწერდით, რომ მჭედლიძის გადაბირება თურქულ "ტრაბზონსფორსაც" სურდა,
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"