გიორგი პაპუნაშვილი: აქ ჩამოსვლა "სარაგოსას" ამბიციებმა გადამაწყვეტინა

AutoSharing Option
ესპანურმა "სარაგოსამ" ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი წარადგინა.

პაპუნაშვილი კლუბის წარმომადგენელთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარდგა და მათ კითხვებს უპასუხა.

- როგორ დაახასითებ შენს თავს, როგორც ფეხბურთელს?
- ჩემს თავზე საუბარი, ზოგადად, ძალიან მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ და ვიმედოვნებ, აქ ყველაფერი კარგად იქნება.

- რომელ პოზიციაზე გირჩევნია თამაში?
- მე ვარ ნახევარმცველი, მაგრამ გუნდს სადაც დასჭირდება, იქ ვითამაშებ.

- იცნობდი თუ არა "სარაგოსას", სანამ აქ ჩამოხვიდოდი, ქალაქზე ან გუნდზე რამე წარმოდგენა თუ გქონდა?
- წარმოდგენა, რა თქმა უნდა, მქონდა,
მაგრამ სამი დღეა, რაც ჩამოვედი და უახლოეს მომავალში ყველა დეტალი მეცოდინება ამ ქალაქის შესახებ.

- ცოტა ხომ არ გაშინებს ის პასუხისმგებლობა, რომელიც შენ მოსვლას უკავშირდება?
- მე ვარ ამბიციური ფეხბურთელი და აქ ჩამოსვლა გუნდის ამბიციებმა გადამწყვეტინა. ჩემი მიზანი არის გუნდთან ერთად ლა ლიგაში დაბრუნება და ვფიქრობ, ამ გუნდს გააჩნია ამის ამბიცია. "სარაგოსას" ადგილი სეგუნდა დივიზიონში არ არის, ის მეტს იმსახურებს. 

- წეღან ახსენე, რომ არ ხარ კმაყოფილი "სარაგოსას" დღევანდელი პოზიციით. რამე  ხომ არ უთქვამთ "სარაგოსას" პირველ ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით?
- არა, არაფერი უთქვამთ, ეს არის ჩემი ამბიცია და ვფიქრობ, გუნდის პოზიციაც ეს არის, რომ ლა ლიგაში დაბრუნდეს.

- როდის დაიწყებ ესპანურად საუბარს?
- უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში დავიწყებ ესპანურის სწავლას და პირველი ინტერვიუ იქნება ესპანურად. ასევე მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ქართულად ვლაპარაკობ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსაში" თბილისის "დინამოდან" გადავიდა.

- გიორგი პაპუნაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებებს გისურვებ და იმედი მაქვს ფულის გაკეთების ნაცვლად საქმეს გააკეთებ და ასახელებ საქართველოს, ისე უნდა ითამაშო გულშემატკივარმა ესპანეთში საქართველო იყვიროს.
roma
06 ივლისი 2017 15:20
0
ესპანეში სარაგოსას კი არა შEნი ამბიციების გამო ჩახვედი ბიჭო,კაია ესპანეთში გულაობა?
status quo
06 ივლისი 2017 11:40
0
ქართულად ლაპარაკი არაა საბოდიშო. უბრალოდ როცა ფეხბურთელი გქვია და იმის ამბიცია გაქვს რომ უცხოეთში ითამაშო, უნდა იცოდე მინიმუმ სალაპარაკო ინგლისური მაინც რომ მწვრთნელთან და გუნდელებთან შეძლო ურთიერთობა, მედიას რომ თავი დავანებოთ.
zaza
05 ივლისი 2017 17:01
0
ქართულად ლაპარაკი არაა სასირცხვილო უბრალოდ როცა ცხოვრობ უცხო ქვეყანაში კეთილი უნდა ინებო და ისწავლო ადგილობრივი ენა. ეს იგულისხმა გიორგიმ. საღოლ გიო კაი კაცი ხარ
.
05 ივლისი 2017 16:47
0
ქართულად ლაპარაკი როდიდან გახდა სირცხვილი
დათო
05 ივლისი 2017 16:25
0
ქართულად საუბარი საბოდიშოა?
Zura
05 ივლისი 2017 15:38
0
ინგლისური მაინც ისწავლეთ სირცხვილია. ერთერთი მიზეზი ეგეცაა რომ ვერ მიდიან საზღვარგარეთ. დავიჯერო ამან გერმანული ისწავლა ვერდერში?!
zaza
05 ივლისი 2017 15:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული