თემურ ფარცვანია დონეცკის "ოლიმპიკსაც" ტოვებს და უკრაინასაც?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი თემურ ფარცვანია, რომელსაც დონეცკის "ოლიმპიკთან" კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურა, თავის მომავალთან დაკავშირებით ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს.

25 წლის ქართველმა მცველმა Instagram-ზე გამართული პირდაპირი ვიდეოტრანსლაციის დროს XSPORT.ua-ს ჟურნალისტის კითხვას მომავალ კლუბთან დაკავშირებით ასე უპასუხა: "ჯერჯერობით საიდუმლოა, სად ვითამაშებ. ვფიქრობ, უახლოეს ორ კვირაში ყველაფერი გაირკვევა".

ტრანსლაციის დროს ფარცვანიას გვერდით მისი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელმაც დასძინა: "უკრაინაში ნამდვილად არა". რამდენად არის ეს სიმართლე, გამოჩნდება.

ფარცვანიას მომავალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არც "ოლიმპიკის" მთავარ მწვრთნელ რომან სანჟარს აქვს. მისი თქმით, კლუბსა და
ფეხბურთელს შორის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ გაიმართება, რაც ეს უკანასკნელი ტრავმას ბოლომდე მოიშუშებს:

"ფარცვანიას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებულები ჯერჯერობით არ ვართ. ჩვენც და ფეხბურთელიც მის სრულებით გამოჯანმრთელებას ველოდებით. დაასრულებს რეაბილიტაციას და მაშინ დავილაპარაკებთ".

თემურ ფარცვანიას კონტრაქტი "ოლიმპიკთან", რომლის ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავდა, 30 ივნისს ამოეწურა. ამჟამად ფეხბურთელი ტრავმას იშუშებს, რომელიც აპრილის დასაწყისში მიიღო. ცნობილია, რომ ფარცვანია საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს იმედოვნებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული