პირველ დღეს კლუბის ბაზაზე 24 ფეხბურთელი შეიკრიბა და მათ შორის არის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანიაც, რომელსაც პირველი სეზონი "სევილიაში" აშკარად არ გამოუვიდა.
ორშაბათს ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, ხვალიდან კი "სევილიას" სარეზერვო გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. 21 ივლისს გუნდი ალაურინ ელ გრანდეში მიემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, კენიის "ოლ სტარსთან" და "ალმერიასთან".