24 წლის ფეხბურთელი, რომელიც ვლადიმირ ვაისმა ბოლო სანაკრებო მატჩებისთვის გამოიძახა, თემურ ქეცბაიას გუნდის საჩემპიონატო განაცხადში აქამდე არ ჩანდა.
შეგახსენებთ, რომ "ორენბურგმა" რუსეთის პირველი ლიგა გამარჯვებით დაიწყო - პირველ ტურში შინ "ტამბოვი" დაამარცხა (2:1), მომდევნო მატჩს კი 15 ივლისს მოსკოვში, "სპარტაკი 2"-ის წინააღმდეგ გამართავს.
ლობჯანიძემ გასულ სეზონში პრემიერლიგაში მოთამაშე "ორენბურგში" 11 მატჩი (4 ძირითადში) ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.