ამის მიზეზი მადრიდის "ატლეტიკოს" გოლკიპერის, ანდრე მორეირას საქციელია, რომელმაც ბოლო მომენტში "ბენფიკა" მიატოვა და "ბრაგაში" იჯარით გადავიდა.
"ატლეტიკოსთან" ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ "ბენფიკა" იძულებულია, მეკარე დაიმატოს. "და ლუჟზე" ახლა ბრუნო ვარელა, ჟულიო სეზარი და პაულო ლოპეში ირიცხებიან. რუი ვიტორიას ახალი გოლკიპერი სურს, რომ 39 წლის ლოპეში საკლუბო სტრუქტურაში გადაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ "ბენფიკაში" ქართველის გადასვლაზე ჯერ კიდევ ივნისში წერდნენ.
ამის მერე მაკარიძეს სწორედ "ბრაგას" უკავშირებდნენ, მაგრამ ქართველმა იქ გადასვლაზე უარი განაცხადა და "ბრაგას" პრეზიდენტი გააბრაზა.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს მაკარიძეს უკვე ესპანურ "დეპორტივოს" უკავშირებენ.