ლევან მჭედლიძე სერია B-ში დაქვეითებულ "ემპოლიში" რჩება?

AutoSharing Option
"ემპოლი" ლევან მჭედლიძის გაყიდვას აღარ აპირებს.

ამის თაობაზე ერთიმეორის მიყოლებით აცხადებენ ტოსკანური კლუბის ხელმძღვანელები. მათ უნდათ, რომ 27 წლის ქართველი, რომელსაც "ბოლონიაში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, გუნდში დარჩეს და სერია A-ს საგზურის მოპოვებაში დაეხმაროს.

"ემპოლიში" აცხადებენ იმასაც, რომ მჭედლიძის ჯანმრთელობას სამედიცინო შტაბი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, რათა აღარ განმეორდეს გასული სეზონის და, საერთოდ, ბოლო წლების რეციდივი, როცა საქართველოს ნაკრების ფორვარდი ძალიან ხშირად ტრავმიანობდა და ეს ეროვნულ გუნდსაც აზარალებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვის რაში სჭირდება, კაცი ნახევარ სეზონზე მეტი წამოწოლილია, ყველა სეზონზე. კაპიტალისტი მაგაში ფულს გადაიხდის? არც იკლავს მე მგონი თავს. მშვენივრადაა მოწყობილი, რაც უყვარს ყველაფერი აქვს, ერთ ორ თა მაშს ითამაშებს, ორი თვე გულაობს და ასე, შენ გაგიმარჯოს ბიძია გმერთმა, თან სახელითაა, იმ სახელით კი არა, შენნაირი მჭკვიანი კაცი არ მინახია. წარმატებებს გისურვებ და ნაკრებშიც გვენახე გოლებით. როცა გითამაშია გული არ დაგიკლია, პროსტა გული მწყდება, ბევრად მეტი შეგეძლო.
ვასო
09:55 15-07-2017
1
რანაირად?!?!????/ რა ჯაჭვის პერანგს ჩააცმევეენ თუ დააკონსერვებენ და აწი ვარჯიშებსაც აღარ ათამაშებენ?!?!?! / თავიდანვე მიგეხედათ ეგ თუ კი იყო შესაძლებელი
Vasili
10:02 14-07-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული