ვაკო ყაზაიშვილი: "სან ხოსესთან" ერთად ტიტულების მოგება მინდა

AutoSharing Option
ამერიკული "სან ხოსეს" ახალწვეულმა ვაკო ყაზაიშვილმა კლუბის ოფიციალურ საიტთან თავის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, მლს-ი ყოველწლიურად უკეთესი ჩემპიონატი ხდება. აქ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. "სან ხოსე" კარგი გუნდია, რომელსაც ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია.

თანაგუნდელები უკვე ვნახე. მათ რამდენიმე შეხვედრა მოიგეს და გუნდში კარგი განწყობაა, რაც მახარებს.

"სან ხოსესთან" ერთად ტიტულების მოგება მინდა. მინდა, წარმატებული ვიყო!", - თქვა ყაზაიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერს უკუღმა ჩვენ რატო უნდა ვიგებდეთ და ვაკეთებდეთ? ასე საშინლად ექცეოდეს ადამიანი თავის უზომოდ დიდ ნიჭს მხოლოდ საქართველოში თუ შეხვდები. ყველა ევროპელი ფეხბურთელი კარიერის ბოლო წლებში მიდის აშშ ში ასე ვთქვათ მხოლოდ ფულის საკეთებლად (იქ ფეხბურთის დონე და პოპულარობა ევროპულთან ახლოსაც რომ არაა ეს უდავო ფაქტია)მარტო ქართველი თუ მოიფიქრებდა თავის საუკეთესო წლებში მოხუცთა და ჩამოწერილთა თავშესაფარში წასვლას.
dadu
15:48 17-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული