ვაკო ყაზაიშვილის წარმატებული წარუმატებელი დებიუტი - გოლი და 1:5 წაგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ხოსეს" ქართველმა შემტევმა, ვაკო ყაზაიშვილმა, ახალი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი პირველივე შეხვედრაში გაიტანა. სამწუხაროდ, ეს გოლი მხოლოდ პრესტიჟის გამოდგა.

MLS-ის რეგულარული სეზონის მე-20 ტურში, "სან ხოსე" "ნიუ იორკ რედ ბულზს" ეწვია და შინ დამარცხებული დაბრუნდა - 1:5.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ის მოედანზე მე-2 ტაიმის დასაწყისში გამოვიდა, როდესაც "სან ხოსე" 0:1 აგებდა. 88-ე წუთზე, როდესაც ნიუ იორკელები წინ უკვე 3 ბურთით იყვნენ, ვაკომ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში, მეტოქემ მისი გუნდის კარი კიდევ 2-ჯერ
აიღო.

აღსანიშნავია, რომ ვაკომ, ბოლო სამ ოფიციალურ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და სამივე სხვადასხვა გუნდის მაისურით. 14 მაისს, მან თავი "ლეგიას" შემადგენლობაში გამოიჩინა, 11 ივნისს - საქართველოს ნაკრების, დღეს დილით კი - "სან ხოსესი".
მკითხველის კომენტარები / 6 /
სამაგიეროდ კარგად გაიხსნა. ადვილი ბურთი მაშინ გაგაქვს როცა კარგად იხსნები. ჩვენია და სხვა რაუნდა ვთქვათ :)
Irakli apkhaidze
11:44 20-07-2017
0
ამის ფეხბურთელობა ავსტრიასთან გამოჩნდა, 100% საგოლე პასი რომ არ მისცა თანაგუნდელს. ისე რავა კატებს აყეფებინებთ ამ უძაღლო ქვეყანაში. წამლათ რომ დაგჭირდეს, ერთ ევროპის დონის საშუალო ფეხბურთელსაც რომ ვერ იპოვი.
იაკინთე ხვიჩია
11:52 20-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული