არაბიძე რჩება? - "შახტარმა" ქართველი ფეხბურთელი პრემიერლიგის განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" 19 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე უკრაინის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის განაცხადშია შეყვანილი.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არაბიძე "შახტარიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" გადადიოდა. თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ დონეცკური გუნდიდან მიდიოდა, მაგრამ მან რუსეთში გადასვლა გამორიცხა. ამას დაემატა ის, რომ "შახტარის" აკადემიის ახალმა ხელმძღვანელმა, ხორხე რაფომ ახალგაზრდა ფეხბურთელის პირველ გუნდში დაწინაურების სურვილზე ისაუბრა.

- გიორგი არაბიძე: "შახტარიდან" მივდივარ... რუსეთში თამაშს გამოვრიცხავ!

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ "შახტარმა" არაბიძე უკრაინის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონის განაცხადში შეიყვანა. ქართველი ფეხბურთელის გვარს პრემიერლიგის
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განაცხადში ვხვდებით, თუმცა, ის ბ გუნდის წევრადაა მოხსენიებული.

- "შახტარის" აკადემიის ახალი დირექტორი: გიორგი არაბიძე მთავარ გუნდში უნდა გადავიყვანოთ

მკითხველის კომენტარები / 12 /
კონტრაქტის ვადა ხომ არ ეწურება ლაქუცი, რო დაუწყეს, ისე ჩანოს, რომ უკეთებენ სპარტაკში მოაწევს კონტრაქტის ამოწურვის ვადა და დაიწყებენ ჯანო ჩვენი მომავალია ასეა ისეა ძირითადში აყენებენ, ესეც ავარდება გააგრძელებს კონტრაკტს და მერე ეგრევე სკამზე.DD
0
ეს ბიჭი ამდენი ქებით და იმედების გამოცხადებით გაფუჭებისკენ მიდის...
სტატუს ქუო
13:00 22-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული