კახა ცხადაძე: არის ერთი დიდი პრობლემა - საბჭოთა მენტალიტეტი

AutoSharing Option
ალბანურ "სკენდერბეუსთან" დამარცხებული "ქაირათის" თავკაცი კახა ცხადაძე თანამდებობიდან გადადგა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს ყაზახურ პრემიერლიგაში 8-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

vesti.kz-სთან ინტერვიუში ცხადაძემ თავისი მოღვაწეობა შეაჯამა ყაზახეთში.

"კარგი შარშანდელი სეზონისა და გაძლიერების შემდეგ, გუნდის ამოცანა ძალზე სერიოზული გახდა - უნდა მოგვეგო სუპერთასი, თასი, ჩემპიონატი და, რაც მთავარია, მოვხედრილიყავით ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით. ვაწყენინეთ გულშემატკივარს, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.

მაგრამ, ვფიქრობ, გუნდს კიდევ აქვს შანსი მოიგოს ჩემპიონატი და თასი და ეს მთავარია. დამშვიდობებისას კლუბის წარმომადგენლებს სწორედ ეს
ვუსურვე. ბუნებრივია, ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბის წარმატებაც იქნება.

მივმართავ ფანებს, მახსოვს, როგორ მიჭერდნენ მე და გუნდს ისინი მხარს. ყველას დიდი მადლობა ამისთვის და ვწუხვარ, რომ ერთად ვერ ავიხდინეთ ოცნება. კარგი ფანები გვყავს, მარტო მათთვის ღირს თამაში.

მე მაინც ვფიქრობ, რომ თავი არ შეგვირცხვენია - 61 მატჩი ჩავატარეთ ჩემი ხელმძღვანელობით. 38 მოვიგეთ და მხოლოდ 6 წავაგეთ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შედეგია. მოვიგეთ სუპერთასი და დარწმუნებული ვარ, გუნდი ჩემპიონატსაც მოიგებს და ქვეყნის თასსაც.

მგონია, რომ მომდევნო სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. აქ შესანიშნავი პირობებია ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის. მაგრამ ერთი პრობლემაა - ეს არის საბჭოთა მენტალიტეტი.

რამეს რომ მიაღწიო, არ უნდა გაჩერდე, ბოლომდე იბრძოლო. ამიტომ მსურდა, ფეხბურთელების მენტალიტეტი შეცვლილიყო. "ქაირათს" კარგი სკოლა აქვს და იქ ძალიან კარგი ფეხბურთელები გაიზრდებიან".

შეგახსენებთ, რომ 48 წლის ცხადაძე წელიწად-ნახევარი წვრთნიდა ალმათის "ქაირათს" და გუნდს ვერცხლის მედლები და სუპერთასი მოუპოვა. მანამდე კი ცხადაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 17 /
შეცდომა იყო მისი ნაკრებიდან გასვებაა
rezi
25 ივლისი 2017 10:31
0
კახამ ალბათ კლუბის მართვაში საბჭოური მენტალიტეტი იგულისხმა.
gia
24 ივლისი 2017 13:18
0
საბჭოთა "დინამო-ტორპედოს" ვერ გაცდით და საერთოდ რაზეა ლაპარაკი, ალალია თქვენზე სსრკ-ც და კრემლიც, ევროპა ვერ გახდებით ვერასოდეს, მაგრამ ვერც რომ ქართველობთ ეს ხომ ფაქტია
afxazi
24 ივლისი 2017 12:48
0
ვერსად ვერ აღწევს წარმატებას. არ არის მაღალი კლასის მწვრთნელი. დინამოთი ხდებოდა ერთი ჩემპიონი. რა უნდა ნაკრებში დააბრუნეთო რომ იძახით. ვაისის ნახევარ დონეს ვერ ქაჩავს. ვინც იცის ფეხბურთი დამეთანხმება. წარმატებები ..
Tb
24 ივლისი 2017 11:46
0
საბჭოთა პერიოდში ისწავლე ფეხბურთი და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყავი მერე საბჭოთა მენტალობის გაზაევთან მოსკოვის დინამოში და ასევე საბჭოთა მენტალობის ბიშოვეცთან სნგს ნაკრებში და რა მენტალობის გამოდიხარ მაშვინ.უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სურკისიც საბჭოთა მენტალობის ჩინოვნიკია და უეფაში დიდ მოხელე.დდ ფეხბურთელებზე აღარაფელს ვამბობ.თედიაშვილიც სანეევიც და კახიაშვილიც საბჭოთა მენტალობისაა ალბათ თავისთავად.რადგან იმ ეპოქის შვილები არიან.არადა სიმართლე იმაშია რო არავითარი ეგრეთწოდებული საბჭოური მენტალიტეტი არარსებობს ესარის თითიდან გამოწოვილი თემა და სუფთა წყლის დემაგოგია.
quTaiseli
24 ივლისი 2017 10:27
0
თვალყურს გადევნებდი. ზღვა დადებითი ემოცია მივიღე. გმადლობ!!! (გულშემატკივარი საქართველოდან)
ჯონდო
24 ივლისი 2017 01:04
0
საბჭოთა მენტალიტეტში რას იგულისხმება?
vb
23 ივლისი 2017 23:41
0
სხვებისგან განსხვავებით სწორად მიმაჩნდა და დღემდე სწორი გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამის ნაკრებიდან გაშვება(არაფერი პირადული) მაგრამ ვხედავ რომ სწორ დასკვნებს აკეთებს და განსხვავებით "ზოგიერთებისგან" ცოდნია რა არი პასუხისმგებლობა! საღოლ წარმატებები სულით და გულით
კახა
23 ივლისი 2017 23:31
0

ყოჩაღ ცხადაძე!
ზოგადად ქართველი ერისა პრობლემა,თორე მტერს-მტერს დავარქმევდით,მეგობარს -მეგობარს და ერსულოვნებით ,,მტერს-მტრისას-მოყვარეს-მოყვრისას,, მუძღვნიდით , ანუ ძველ ქართველთა ცხოვრების წესით ... შედეგად დღეს : უნგრეთზე,ხორვატიაზე,ჩეხეთზე,სლოვენიაზე,პოლონეთზე,სლოვალეთზე... უ კ ე თ იცხოვრებდა ქართველი ერი თავისი ნიჭისა და შემართების წყალობით და სპორტის ყველა სახეობაში სერიოზულად წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი იქნებოდა-

ევროკავშირის წ ე ვ რ ი -ც-ანუ მხოლოდ
შ ე უ ქ ც ე ვ ა დ ი პროგრესირებით
საყოველთაო კეთილდღეობისათვის!
glaxuna
23 ივლისი 2017 23:22
0
ზოგიერთი გრანდის გამოკლებით, ყველას საბჭოთა მენტალიტეტი ჰქონია ევროპაში...
კახელი პაპა
23 ივლისი 2017 23:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული