ირაკლი კლიმიაშვილი - სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი

AutoSharing Option
უზბეკეთის "პახტაკორში" მოასპარეზე ქართველი შემტევი ნახევარმცველი, 23 წლის ირაკლი კლიმიაშვილი, ამ ქვეყნის ჩემპიონატში სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სპეციალური დიპლომიც გადაეცა.

ქართველის გუნდი უზბეკეთის თასის ფინალში გავიდა, რაშიც კლიმიაშვილმა თავისი წილი შეიტანა. პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "შურთანთან" ირაკლის გოლმა ანგარიში საყაიმო - 1:1 გახადა, შინ კი, განმეორებით მატჩში "პახტაკორმა" 0:0 დაასრულა შეხვედრა და კლიმიაშვილი და მისი თანაგუნდელები თასის ფინალში იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კლიმიაშვილი "პახტაკორში" (სადაც კიდევ ერთი ჩვენებური, 23 წლის კახა მახარაძე თამაშობს) განათხოვრების წესით გადავიდა "ანჟიდან" და უზბეკეთში
ნოემბრის ბოლომდე დარჩება.

თასის ფინალი 26 ოქტომბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული