კლიმიაშვილი ტვინის შერყევას გადაურჩა

AutoSharing Option
ტაშკენტის "პახტაკორში" მოასპარეზე ირაკლი კლიმიაშვილი უზბეკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

ტაშკენტელები სტუმრად "ნეფთჩის" ხვდებოდნენ, მე-40 წუთზე კლიმიაშვილს მოწინააღმდეგის იდაყვი საფეთქლის სიახლოვეს მოხვდა, რის გამოც ექიმებმა მიიჩნიეს, რომ ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო.

ირაკლის რამდენიმე დღით წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. როგორც შემდეგ გაირკვა, მას მხოლოდ მსუბუქი შერყევას ჰქონდა და მოედანს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

კლიმიაშვილის შეცვალისას მისი გუნდი უკვე 0:3-ს აგებდა, საბოლოოდ კი ტაშკენტელებმა 1:4 წააგეს და 44 ქულით მესამე ადგილზე არიან.

26 ოქტომბერს უზბეკეთის თასის ფინალი უნდა გამართულიყო, რომელშიც "პახტაკორი"
სწორედ კლიმიაშვილის გოლის წყალობით გავიდა. ეს მატჩი 13 ნოემბერისთვის გადაიდო, კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ქართველი იმ დროისთვის სრულად გამოჯანმრთელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული