მარიუპოლელთა გუნდში დონეცკის "შახტარიდან"განათხოვრებულმა ფეხბურთელმა სარეაბილიტაციო კურსი "შახტარში" გაიარა.
"პროცედურები დონეცკში ჩამიტარეს, იქ მომარჩინეს და სამი დღეა, რაც ვარჯიში დავიწყე, იმედია, მომდევნო ტურში უკვე მწობრში ვიქნები და თამაშის საშუალებაც მომეცემა," - ამბობს ოქრიაშვილი.
მომდევნო ტურში "ილიჩივეცი" დონეცკის "მეტალურგს" ეთამაშება და, სავარაუდოდ, თორნიკე განაცხადში იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"