ირაკლი კლიმიაშვილის დუბლმა "პახტაკორს" თასი მოაპოვებინა

AutoSharing Option
უზბეკეთის თასის ფინალი "ნასაფი"-"პახტაკორი" ტაშკენტელთა ქართველის, 23 წლის ირაკლი კლიმიაშვილის ბენეფისად იქცა.

"პახტაკორი" თასის ფინალშიც კლიმიაშვილის მიერ "შურთანის" კარში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გავიდა, ახლაც კლუბის ხელმძღვანელობას ყველაზე მეტად სწორედ მისი ეიმედებოდა და არც შემცდარან.

კლიმიაშვილმა სწრაფი (მე-6 წუთზე) გოლით დააწინაურა ტაშკენტელები, 29-ე წუთზე კლეცკოვმა "პახტაკორის" უპირატესობა ორბურთიანი გახადა, 82-ე წუთზე კი კლიმიაშვილმა დუბლი მიითვალა და, ფაქტობრივად, მან გადაწყვიტა თამაშის ბედი.

ნასაფელებმა ერთადერთი გოლი დამატებულ, 94-ე წუთზე გაიტანეს, გამარჯვება და თასი კი ტაშკენტელებს დარჩათ.

შეგახსენებთ, რომ კლიმიაშვილი "პახტაკორში" "ანჟიდან" არის
განათხოვრებული, იჯარის ვადა კი ნოემბრის ბოლოს იწურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული