უკრაინაში ზამთრის შესვენებამდე ერთი ტურიღა დარჩა და, როგორც ოქრიაშვილმა გვითხრა, ან "შახტარში" დაბრუნდება, ან რომელიმე ევროპულ გუნდს მიაშურებს.
- ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, "ილიჩივეცს" კი უნდა ჩემი
- რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი?
- ბელგია, გერმანია, ჰოლანდია. მალე შესვენება დაიწყება და აგენტთან ერთად გადავწყვეტ ყველაფერს.
- ჰოლანდია ახსენე და, "ვიტესი" ხომ არ გიწვევს?
- არა, "ვიტესი" გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ "ილიჩივეცს" 20 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. ბოლო ტურში მარიუპოლელებმა საკუთარ არენაზე "დნიპროს" 3:2 სძლიეს. ეს შეხვედრა ოქრიაშვილმა სასტარტოში დაიწყო საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და მე-60 წუთზე ტრავმის გამო გამოცვალეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"