ლადო დვალიშვილი თითქმის "პოლონიაშია"

AutoSharing Option
პოლონური მედიის ინფორმაციით, 26 წლის ქართველი თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი ვარშავის "პოლონიაში" ითამაშებს, მის შემცვლელს უკვე ეძებენ ჰაიფას "მაქაბიში".

"დვალიშვილს, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, ებრაული მხარე ნახევარ მილიონ დოლარად აფასებს, მაგრამ თუ პოლონელები "მაქაბის" მისაღებ წინადადებას შესთავაზებენ, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ქართველი პოლონეთში გადმოვა", - იუწყებიან ჩვენი პოლონელი კოლეგები.

ლადო დვალიშვილი ჰაიფას "მაქაბიში" 2009 წელს გადავიდა, ამ გუნდის მაისურით დღემდე 64 მატჩი გამართა და 35 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული