ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა და სამწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.
ცნობილია, რომ ეროვნული ჩემპიონატის ერთერთი საუკეთესო ბომბარდირის დამატება ჯერ კიდევ დეკემბერში პირველ ბუნდესლიგაში მოასპარეზე "კიოლნს" სურდა, რომელიც ზესტაფონელებს ფეხბურთელში ექვსთიან იჯარას და შემდეგ კონტრაქტს სთავაზობდა. თუკი კლუბი ამ პირობას დათანხმდებოდა, გელაშვილი 2 იანვარს კიოლნში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ხელმძღვანელობამ ამ
"ბოხუმთან" ერთად, 26 წლის ფორვარდის დამატება "ფრაიბურგსაც" სურდა, რომელიც ახლა პირველი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბოლო ადგილზე იმყოფება, მაგრამ გერმანიაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელის რეკომენდაციით, გელაშვილმა ერთი რანგით დაბალი ლიგის გუნდი აირჩია, იმ მოტივით, რომ ადაპტაცია გაიაროს და მოემზადოს პირველი ბუნდესლიგისთვის.
"ბოხუმი" ძველი ტრადიციების გუნდია და კლუბის ხელმძღვანელობას მომდევნო სეზონში მიზნად აქვს დასახული, რომ კლუბი პირველ ბუნდესლიგაში გადავიდეს, ჩვენებურს კი ადაპტაციისთვის ამ პერიოდის გამოყენება მოუწევს.
ვიდრე გერმანული ვარიანტი გადაწყდებოდა, "ზესტაფონს" წინადადებით ესპანურ პრიმერადივიზიონში მოასპარეზე "ესპანიოლმა" მიმართა, რომელსაც "კიოლნის" მსგავსად, გელაშვილის აყვანა იჯარით სურდა. თავად კლუბი მზად იყო, რომ ეს წინადადება განეხილა, თუმცა ფეხბურთელმა იჯარაზე თავად განაცხადა უარი, თუ რატომ, ამასთან დაკავშირებით "ლელო" უახლოეს დღეებში ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
"ბოხუმი" მეორე ბუნდესლიგაში მეცხრე ადგილზე იმყოფება და 24 ქულა აქვს. თეორიული და პრაქტიკული შანსი არსებობს, რომ კლუბმა მესამე ადგილზე გასასვლელად იბრძოლოს და აქედან სცადოს უმაღლეს ლიგაში გადასვლა, მაგრამ როგორც გითხარით, თუკი წელს ეს ვერ მოხერხდება, მომდევნო სეზონში კლუბის მთავარი ამოცანა პირველ ბუნდესლიგაში გადასვლა იქნება.
ნიკოლოზ გელაშვილი "ბოხუმში" 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"