დონეცკელებმა ესპანურ შეკრებაზე პირველი მატჩი "ოცელულთან" ფრედ 2:2 დაასრულეს, რის შემდეგ პენალტების სერიაში გაიმარჯვეს. თარგამაძის დებიუტი კი ნორვეგიელებთან თამაშში შედგა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი უკრაინულ "ოლექსანდრიაში" ასპარეზობდა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უკრაინული ფეხბურთის გრანდმა დონეცკის "შახტარმა" გადაიბირა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ თარგამაძის განათხოვრება გადაწყვიტა და სამი თვით, იჯარით მარიოპოლის "ილიჩევიცში" გაუშვა.
მაგრამ რამდენიმე დღის წინ უკრაინულ პრესაში ქართველი ქომაგისთვის მოულოდნელი სასიხარულო ამბავი გავრცელდა,
"შახტარის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენებურის სადებიუტო მატჩზე გაიმბობთ. თარგამაძე ნორვეგიულ "ოდ გრენლადთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა.
. თარგამაძემ, თავისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მე-7 წუთზე კონტრშეტევის განხორციელება სცადა, თუმცა მეტოქემ ბურთი აართვა.
. თავისი თამაშით თარგმაძე და ილსინიო მუდმივად ხვდებიან "ოდ გრენლანდის" მცველების ყურადღების ცენტრში.
. 56-ე წუთზე დათოს მიერ ჩაწოდებულს ჩიჟოვმა თავურით უპასუხა, მაგრამ ბურთი ნორვეგიელების კარს აცდა.
თარგამაძე მატჩის 65-წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ "შახტარი" 1:2 დამარცხდა.
წაგებული მატჩის შემდეგ დონეცკელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა სერგეი კრივცოვმა კომენტარი გააკეთა, სადაც ჟურნალისტმა მას ქართველ ნახევარმცველზეც ჰკითხა.
- როგორ ჩაერთო თამაშში დავით თარგამაძე?
- დავითმა საკმაოდ კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივს ახლა ეჩვევა. მან საკუთარ თავს, როგოც კარგ ფეხბურთელს, რეკომენდაცია ჯერ კიდევ "ოლექსანდრიაში" თამაშის დროს გაუწია, ამიტომ მგონია, რომ ის კიდევ გამოიჩენს თავს.
ამის შემდეგ თარგამაძის კომენტარის ჯერიც დადგა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და ლოგიკური იყო პირველ ნახევარში "შახტარის" გამარჯვება. მან პირველ ნახევარში დონეცკელთა თამაში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის. თარგამაძის თქმით, "შახტარს" დღეს უბრალოდ არ გაუმართლა.
აქვე გეტყვით, რომ პირველი გოლი დონეცკელთა კარში თერთმეტმეტრიანიდან გავიდა, ხოლო შეხვედრის 83-ე წუთზე უკრაინული გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს და დონეცკელებმა თამაში კაცნაკლულებმა დაასრულეს.