ნიკოლოზ გელაშვილი: ამ გოლს ალექსანდრე იაშვილთან ერთად აღვნიშნავ

AutoSharing Option
როსტოკის "ჰანზასთან" 67-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკოლოზ გელაშვილმა, რამდენიმე წუთში გუნდს გამარჯვების გოლი მოუტანა და "ბოხუმი" ცხრილში ორი საფეხურით დააწინაურა.

"ლელო" ნიკოლოზ გელაშვილს გერმანიაში დაუკავშირდა.

- გერმანულ მედიაში შენ და "ბოხუმის" მეკარემ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეთ, თავად შენ კმაყოფილი ხარ საკუთარი თამაშით?
- კმაყოფილი ვარ, მით უფრო, რომ თვე და 10 დღე არ მითამაშია. როგორც იცით, ბოლო მატჩი "მეტალურგთან" მქონდა, მერე მხოლოდ ინდივიდუალურად ვემზადებოდი, ახალ გუნდთანაც მხოლოდ ოთხჯერ ვივარჯიშე, ამიტომ 25 წუთიც კი ჩემთვის დიდი ნდობა იყო, არ მეგონა მწვრთნელი
ამდენ დროს თუ მომცემდა სათამაშოდ.

მედიის შეფასებას რაც შეეხება, ეს ალბათ, იმით არის განპირობებული, რომ შეცვლაზე შემოსულმა გუნდს გამარჯვება მოვუტანე. ხარვეზები მქონდა, მაგრამ კარგია, რომ გოლი გავიტანე. ინფორმაცია იმაზე, რომ 2007 წლის შემდეგ "ბოხუმს" "ჰანზა" არ დაუმარცხებია, მხოლოდ თამაშის შემდეგ გავიგე.

- მწვრთნელმა რა გითხრა?
- მწვრთნელი არ მინახავს, ვინაიდან, სანამ მე გერმანულ მედიას ინტერვიუს ვაძლევდი, ის პრესკონფერენციაზე წავიდა. გუნდელები კი მილოცავდნენ სადებიუტო გოლს და საერთოდაც, მინდა აღვნიშნო, რომ კოლექტივიც ძალიან კარგია და ცალკეული ფეხბურთელიც.

თამაშის წინა დღეს მითხრა ანდრეას ბერგმანმა, რომ მათამაშებდა, თუმცა, დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი და არ ველოდებოდი ამას,- ცოტა დავიღალე კიდეც.

- ქართველმა ფეხბურთელებმა თუ მოგილოცეს წარმატებული დებიუტი?
- საქართველოდან ზურაბ იონანიძემ და თემურ ღონღაძემ მომილოცეს, აქ კი ალექსანდრე იაშვილმა დამირეკა და სწორედ მასთან ერთად ვაპირებ გოლის აღნიშვნას.

დილით, 10 საათზე ვარჯიში მაქვს, შემდეგ კი კარლსრუეში მივდივარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები
pirkusha
18:20 06-02-2012
0
გილოცავ და წარმატებებს გისურვებ. უფრო სექტემბრამდე დასახვეწად დრო ბევრი გაქვს დაიქნებ ნაკრებსაც გამოადგე.
დათო
16:17 06-02-2012
0

სიახლეები პოპულარული