ნიკოლოზ გელაშვილის მაისურა ძვირფას რელიქვიად იქცა

AutoSharing Option
"ჰანზასთან" გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ, ნიკოლოზ გელაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, პრესტიჟულმა გამოცემა "კიკერმა" კი კიდევ ერთი საინტერესო მასალა მიუძღვნა ქართველ ფორვარდს.

"ის, რაც კვირას როსტოკის "ჰანზას" წინააღმდეგ მოხდა, არ იყო მხოლოდ გელაშვილის ოცნება. შეცვლაზე შემოსულმა "ბოხუმის" ახალწვეულმა 8 წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა.

თავდამსხმელის წარდგენის დროს, წინა კვირას, ყველას ერთი სურვილი ჰქონდა - ქართველს სწრაფად გაევლო ადაპტაცია და გერმანული ფეხბურთისთვის ალღო მალე აეღო.

შეცვლაზე შემოსულმა ფორვარდმა ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოახერხა. მეტიც, სადებიუტო მატჩში ბურთი ქუსლით ოსტატურად გადაგზავნა კარის ბადეში,
ტაბლოზე 2:1 დაფიქსირდა", - ნათქვამია სტატიაში.

"ასეთი გრძნობა არასდროს მქონია, - განაცხადა "კიკერთან" საუბრისას გელაშვილმა, - პირველად მხოლოდ წინა ოთხშაბათს ვივარჯიშე გუნდთან ერთად, წარმატება კი ჩემს თანამემამულესთან, ალექსანდრე იაშვილთან ერთად ვიზეიმე".

როგორც გამოცემა იუწყება, ამ ტრანსფერში დიდი როლი "ბოხუმის" ყოფილმა თავდამსხმელმა, უვე ლაიფელდმა შეასრულა, რომელმაც 1985-1991 წლებში, 149 შეხვედრაში 46 გოლი გაიტანა '"ბოხუმის" შემადგენლობაში. ქართველი ფეხბურთელის წარდგენისას, ლაიფელდმა გელაშვილი შეიპირა, რომ ის მაისურა, რომლითაც 26 წლის ფორვარდი გერმანიაში პირველ გოლს გაიტანდა, მისთვის ეჩუქებინა.

ის იღბლიანი მაისურა, რომლითაც ქართველმა გოლი გაიტანა, თავდაპირველად უფროსი შვილისთვის, კობასთვის უნდა, ესახსოვრა, საბოლოოდ კი ლაიფელდის მფლობელობაში აღმოჩნდა.

გერმანული გამოცემა, პუბლიკაციის ბოლოს ქართველ ფორვარდს წარმატებებს და გამარჯვების მომტანი გოლების გატანას უსურვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯიგარი ხარ ნიკუშ ასე გააგრძელე,წარმატებებს გისურვებ,:)
0
გენაცვალეტტტტ მაგარი ხარ ნიკკკკკ უნდა გვასახელოოო
ako kato
18:50 08-02-2012
0

სიახლეები პოპულარული