ამის შემდეგ უინუს ჰუსეინოვმა ქართველზე ბოღმა azerisport.com-თან ინტერვიუში ამოანთხია და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციას ქართველის მკაცრად დასჯისკენ მოუწოდა.
სხვათა შორის, ჰუსეინოვმა ინტერვიუს ბოლოს დასძინა, თუ ქართველი ბოდიშს არ მომიხდის და აფფა-ც შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს, ამ ამბავს ასე არ დავტოვებო...
ჰუსეინოვს იმედი გაუცრუვდა - 3 აპრილს აფფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა საქმე განიხილა და ქართველი მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა. აზერბაიჯანულმა საიტმა azerisport.com კი ჩვენებურს სტატია
azerisport.com: ცხადაძის საქმენი საგმირონი აზერბაიჯანში
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის კახაბერ ცხადაძის "გმირობები".
თარიღი: 2010 წლის 20 ივლისი.
ადგილი: ბაქო, "ჰეიდარ ალიევის" აეროპორტი
გმირობა: კახაბერ ცხადაძემ, კრიტიკული სტატიების სერიით გამო, უკმაყოფილება ჩვენს კორესპონდენტთან უხეში ფორმით გამოხატა. ინციდენტი ბაქოს "ინტერის" პოზნანში, "ლეხთან" სათამაშოდ გაფრენის წინ მოხდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ცხადაძემ აღიარა, რომ გამონათქვამ "განავალის ჭამას" არაეთიკურად არ მიიჩნევს.
შედეგი: არავითარი. ცხადაძემ სასწრაფოდ მოამზადებინა წერილი, ვითომ "ინტერის" ფეხბურთელების სახელით, სადაც მოთამაშეები თავს დებდნენ, რომ მწვრთნელს მსგავსი არაფერი უთქვამს. არც საიტს და არც კორესპონდენტს ქართველი სპეციალისტისგან ბოდიში არ მიუღია.
თარიღი: 2010 წლის 21 აგვისტო
ადგილი: ლანქორანის სტადიონი.
გმირობა: "ხაზარ ლენქორანის" წინააღმდეგ მატჩში კახაბერ ცხადაძემ, ამჯერადაც რაღაცით გაღიზიანებულმა, თავის კოლეგას მირჩა რედნიკს ინგლისურად უკმეხად მიმართა. ვალში არც რედნიკი დარჩა და პასუხი რუმინულად გასცა.
შედეგი: მწვრთნელები შერიგდნენ. წინა შემთხვევისგან განსხვავებით კი. ფეხბურთელებს თავიანთი მწვრთნელის დასაცავად ერთობლივი წერილი არ შეუდგენიათ, რადგან ცხადაძის სიტყვები ისედაც მთელმა სტადიონმა აშკარად გაიგო.
თარიღი: 20 აგვისტო, 2011 წელი. (იხილეთ ვიდეო)
ადგილი: ბაქო, სტადიონი "შაფა".
გმირობა: მას შემდეგ, რაც არ მოეწონა მსაჯის გადაწყვეტილება მისი გუნდის კარში პენალტის დანიშვნის თაობაზე, თავისი შვილის - ბაჩანას დახმარებით, მთელი გუნდი აიძულა, პროტესტის ნიშნად სტადიონი დაეტოვებინა.
შედეგი: "ინტერს" ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და აფფა-სგან სოლიდური ჯარიმა მიიღო.
თარიღი: 3 მარტი. 2012 წელი.
ადგილი: ბაქო, სკ "ბაკის" ბაზის სტადიონი.
გმირობა: "ბაკისთან" მატჩის შემდეგ, რომელიც "ინტერმა" 0:1 დათმო, კახაბერ ცხადაძემ მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ სტარკოვს ხელი არც მოედანზე და არც ტრიბუნის ქვეშ ნაგებობაში ჩამოართვა. არადა, მატჩის შემდეგ ლატვიელი სპეციალისტი თავად მივიდა ქართველთან, რათა თამაშისთვის მადლობა გადაეხადა, თუმცა ცხადაძემ მას სრული იგნორირება გაუკეთა.
შედეგი: არავითარი. უცნობია, შერიგდნენ თუ არა ცხადაძე და სტარკოვი, თუმცა მათი დაპირისპირება მოედანზე მეტჯერ აღარ შემდგარა.
თარიღი: 1 აპრილი. 2012 წელი.
ადგილი: ლენქორანის სტადიონი
გმირობა: ლენქორანში 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ, კახაბერ ცხადაძემ მასპინძელთა თავკაცს იუნის ჰუსეინოვს უხეში ფორმით მიმართა. მან მეტოქის გამარჯვება იმას მიაწერა, რომ მისი გუნდი კაცნაკლული თამაშობდა, თორემ თანაბარი მოთამაშეებით "ხაზარს" მოგების შანსი არასდროს ექნებოდა.
შედეგი: ჰუსეინოვი ცხადაძისგან ბოდიშის მოხდას ჯერ კიდევ მოელის, თუმცა "ხაზარის" მწვრთნელს მართებს იმის გათვალისწინება, რომ ვისაც მანამდე ბატონ კახაბერთან პრობლემა ჰქონია, თავისი თანამდებობა დაუკარგავს. ...რა თქმა უნდა, გარდა ჩვენი კორესპონდენტისა.