3 აპრილს აფფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა ეს საქმე განიხილა და ცხადაძე მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა, თუმცა აზერბაიჯანში მომუშავე ქართველი სპეციალისტის შესახებ საუბარი არ წყდება.
ცხადაძესა და იუნის ჰუსეინოვს შორის მომხდარს კომენტარი აზერბაიჯანული ფეხბურთის ვეტერანმა აგასალიმ მირჯავადოვმა გაუკეთა.
"ვთქვათ, რომ ქართველი სპეციალისტი ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და რამდენიმე ათასი მანეთით დააჯარიმეს - რას შეცვლის ეს?
აქ კლუბის ხელმძღვანელობა უნდა ჩაერიოს. პრეზიდენტი ცხადაძეს უნდა დაელაპარაკოს და აუხსნას,
როდესაც შევიტყვე, როგორ მოიქცა ის "ხაზართან" მატჩის შემდეგ, თავიდან ვერ დავიჯერე. აქ დიდი პასუხისმგებლობა მასმედიაზე მოდის, ის უნდა გააკრიტიკონ. ის უცხოელია და უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს აზერბაიჯანში".
თემასთან დაკავშირებით
კახა ცხადაძე: ღირს კი ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანში ჩემი დარჩენა?
azerisport.com: კახაბერ ცხადაძის "საქმენი საგმირონი" აზერბაიჯანში