ლევან კობიაშვილს არ ინდობენ, ბერლინის "ჰერტა" მაინც აპროტესტებს...

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" გადარჩენის ბოლო იმედი რელეგაციაა: ლევან კობიაშვილის გუნდი მე-16 ადგილისთვის იბრძვის, რომელიც მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან ორრაუნდიანი პაექრობის გარანტია იქნებოდა. ამ მიზნის მისაღწევად ბერლინელებს ბუნდესლიგის დარჩენილ ორ ტურში 6 ქულა სჭირდებათ და უკან არაფერზე იხევენ.

როგორც იცით, კობიაშვილს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და აქედან ერთი შეხვედრა უკვე გამოტოვა. "ჰერტას" ხელმძღვანელებმა თავიანთი ქართველი კაპიტნის დისკვალიფიკაციის ერთ მატჩამდე შემცირება მოითხოვეს, რაზეც გუშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული სასამართლოსგან უარი მიიღეს.

"ლევან კობიაშვილმა ერენ დერდიოკი იმ დროს წააქცია, როცა ამ უკანასკნელს რეალური საგოლე მომენტი ექმნებო
და და რაკი "ლევერკუზენმა" პენალტი ვერ გაიტანა, ისე გამოვიდა, რომ კობიაშვილმა თავისი ფოლით მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. შესაბამისად, ჩვენ "ჰერტას" მოთხოვნა არ დავაკმაყოფილე
თ და ქართველ ფეხბურთელს სასჯელი არ შევუმსუბუქეთ", - ნათქვამია სასამართლოს თავმჯდომარის, ჰანს ლორენცის ოფიციალურ განცხადებაში.

ბერლინელები არ დანებდნენ და გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, მაგრამ მცირეა იმის შანსი, რომ ამან შედეგი გამოიღოს და კობის მომდევნო ტურში, ყოფილი გუნდის, "შალკეს" წინააღმდეგ თამაშის ნება დართონ.

შეგახსენებთ, რომ ლევანს წითელი ბარათი 14 აპრილს, "ლევერკუზენთან" მატჩში (3:3) ერენ დერდიოკის მოცელვისთვის (ბოლო იმედის ჯარიმა) აუფრიალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძაან სასაცილო განაჩენია, ისეთი სისულელეა, რომ არ ვიცი რა ვთქვა. ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გავიხსენებ და ამით გავამყარებ ჩემს აზრს: 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ლუის სუარესმა 120-ე წუთზე საკუთარ კარის ხაზზე განზრახ ხელით ითამაშა. იმ დროისთვის ანგარიში საყაიმო იყო.განამ ვერ გაიტანა 11მეტრიანი და საბოლოოდ წააგო და ჩემპიონატიდან გამოვარდა. ახლა ვნახე, რომ მე-3 ადგილისთვის მატჩში სუარესი ძირითად შემადგენლობაში იყო, რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ 1 შეხვედრა გამოტოვა. რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის კობის საქციელმა უფრო მეტი ზიანი გამოიწვია მეტოქისთვის, ვიდრე სუარესისმაო, გასათვალისწინებელია ასევე ტურნირის მნიშვნელობაც. სად მსოფლიოს მეოთხედფინალი და სად ბუნდესლიგის რიგითი მატჩი ლევერკუზენისთვის,რაც ბევრს არაფერს წყვეტდა, იმაზე აღარაფერს ვამბობ,რომ პენალტი საკამათოდ დაინიშნა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება ლოგიკური ეჭვი იმის შესახებ, რომ კობის ებრძვიან, რათა არ მოხსნას რეკორდი.
ვაჟა
16:39 24-04-2012
0
მართალია, ზოგ მსაჯს შეიძლება არც დაენიშნა პენალტი.
Giorgipirweli
15:35 24-04-2012
0

სიახლეები პოპულარული