ლევან კობიაშვილს არ ინდობენ, ბერლინის "ჰერტა" მაინც აპროტესტებს...

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" გადარჩენის ბოლო იმედი რელეგაციაა: ლევან კობიაშვილის გუნდი მე-16 ადგილისთვის იბრძვის, რომელიც მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან ორრაუნდიანი პაექრობის გარანტია იქნებოდა. ამ მიზნის მისაღწევად ბერლინელებს ბუნდესლიგის დარჩენილ ორ ტურში 6 ქულა სჭირდებათ და უკან არაფერზე იხევენ.

როგორც იცით, კობიაშვილს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და აქედან ერთი შეხვედრა უკვე გამოტოვა. "ჰერტას" ხელმძღვანელებმა თავიანთი ქართველი კაპიტნის დისკვალიფიკაციის ერთ მატჩამდე შემცირება მოითხოვეს, რაზეც გუშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული სასამართლოსგან უარი მიიღეს.

"ლევან კობიაშვილმა ერენ დერდიოკი იმ დროს წააქცია, როცა ამ უკანასკნელს რეალური საგოლე მომენტი ექმნებო
და და რაკი "ლევერკუზენმა" პენალტი ვერ გაიტანა, ისე გამოვიდა, რომ კობიაშვილმა თავისი ფოლით მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. შესაბამისად, ჩვენ "ჰერტას" მოთხოვნა არ დავაკმაყოფილე
თ და ქართველ ფეხბურთელს სასჯელი არ შევუმსუბუქეთ", - ნათქვამია სასამართლოს თავმჯდომარის, ჰანს ლორენცის ოფიციალურ განცხადებაში.

ბერლინელები არ დანებდნენ და გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, მაგრამ მცირეა იმის შანსი, რომ ამან შედეგი გამოიღოს და კობის მომდევნო ტურში, ყოფილი გუნდის, "შალკეს" წინააღმდეგ თამაშის ნება დართონ.

შეგახსენებთ, რომ ლევანს წითელი ბარათი 14 აპრილს, "ლევერკუზენთან" მატჩში (3:3) ერენ დერდიოკის მოცელვისთვის (ბოლო იმედის ჯარიმა) აუფრიალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
eg foli cnaxe da zog msajs sheidzlena arc daenishna penalti. nebjsmierma jarimam sheidzleba iqonois matchze galena da magari siseles aketeben germaneli fexburtis mamebi
waska
14:37 24-04-2012
0
მართალია, ზოგ მსაჯს შეიძლება არც დაენიშნა პენალტი.
Giorgipirweli
15:35 24-04-2012
0

სიახლეები პოპულარული