ლევან ყენიას სანახავად ავსტრიაში რომის "ლაციოს" სკაუტები ჩადიან

AutoSharing Option
იტალიურ საიტებზე ერთი კვირის წინ გაჩენილი ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელის, ლევან ყენიას თავის რიგებში ხილვა სერია A-ს კლუბ რომის "ლაციოს" სურს, უსაფუძვლო არ ყოფილა.

Lalaziosiamonoi.it-ის ცნობით, იტალიური კლუბი გელზენკირხენის "შალკეს" ქართველ ნახევარმცველზე სერიოზულად ფიქრობს და 24 მაისს ავსტრიაში გასამართ საქართველო-თურქეთის ამხანაგურ მატჩზე თავის სკაუტებსაც მიავლენს.

რომაელები ლევანთან ერთად თურქი ბურაქ ილმაზის გარჯას დააკვირდებიან.

უნიჭიერეს ქართველ ნახევარმცველს კარიერა "შალკე 04"-ში ტრავმების გამო არა და არ აეწყო და 2009 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ეს პერიოდი გაჭიანურებულ მკურნალობაში გაუცდა.

ლევანს
გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი ამ გაზაფხულზე ამოეწურა და სხვებთან ერთად (მათ შორის რაულიც იყო), ისიც საზეიმო ვითარებაში გამოემშვიდობა კლუბსა და გულშემატკივრებს.

ყველაზე საინტერესო ახლა სწორედ ისაა, სად გააგრძელებს ქართული ფეხბურთის იმედი კარიერას. ეს უკვე ამ ზაფხულს უნდა გაირკვეს. საუბარი იყო გერმანულ და ფრანგულ კლუბებზე. რაც შეეხება "ლაციოს", რომაულმა გუნდმა სერია A-ს 2011-12 წლების სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული