გერმანიის საფეხბურთო კავშირი: ლევან კობიაშვილი მოიკვეთოს ერთი წლით!

AutoSharing Option
30 მაისს გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისია დიუსელდორფის სკანდალურ მატჩს ("ფორტუნა"-"ჰერტა" 2:2) კიდევ ერთხელ მიუბრუნდა და ამჯერად იმ ფეხბურთელების სიტუაცია განიხილა, რომლებსაც ხსენებული მატჩის დროს და მის შემდეგ არასპორტულ ქმედებებში ედებათ ბრალი.

როგორც იცით, ბერლინელთა ქართველი კაპიტანი ლევან კობიაშვილი მოვლენების ეპიცენტრშია: მას მატჩის მთავარი მსაჯის, ვოლფგანგ შტარკის ფიზიკური შეურაცხყოფა დაბრალდა - შტარკმა ოფიციალურად განაცხადა, კობიაშვილმა კისერში მუშტი მითავაზა და რომ არა მოაჯირი, ექვსმეტრიან კიბეზე დავგორდებოდიო.

შტარკის თქმით, კობის დარტყმის შემდეგ მას სისხლჩაქცევა გაუჩნდა...

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გერმანიის საფეხბურთო კავშირის
სადისციპლინო კომისიის წევრებმა 34 წლის ქართველი ფეხბურთელის ერთი წლით დისკვალიფიკაცია (2012 წლის 16 მაისიდან 2013 წლის 16 მაისამდე) მოითხოვეს.

კობის თანაგუნდელებს, კრისტიან ლელს, ანდრე მიატოვიჩს და თომას კრაფტს, რომლებმაც შტარკს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, 2-იდან 6 მატჩამდე დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრებათ.

"ჰერტასთვის" კომისიის გადაწყვეტილება მიუღებელია და ბერლინური კლუბი პროტესტს აცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კობიაშვილის ბედი ახლა გუნდის ადვოკატზე, კრისტოფ შიკჰარდტზეა დამოკიდებული, რომელიც ეცდება, ბერლინელ ფეხბურთელებს სასჯელები შეუმსუბუქოს.

იმედია, გადათამაშების მოთხოვნისას ორგზის ხელმოცარული ადვოკატი ახლა მაინც მოახერხებს რამეს, რადგან ძალიან არ გვინდა, რომ ლევანმა შესანიშნავი კარიერა ასე დაასრულოს.

სეზონი, რომელიც ბუნდესლიგის რეკორდის (336 მატჩი) გამო პირადად მისთვის ტრიუმფალური უნდა ყოფილიყო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს და (მიუხედავად მომხდარისა, თამამად ვიტყვით) მართლაც სამაგალითო პროფესიონალს, ლევან კობიაშვილს, კარიერის კოშმარად ექცა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ლევან კობიაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს!
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს რამ აკისრებინა ამ კაცს?!ვერ ამიხსნია.
odala
20:01 31-05-2012
0
იმდენი იძახეს მსოფლიო სპორტის ......... ჟურნალისტებმა, რეკორდს ამყარებს კობიაშვილიო, რომ მართლა დაამყარებინეს რეკორდი.
odala
23:12 31-05-2012
0

სიახლეები პოპულარული